|
2017-06-29 18:31:35, 2296 ნახვა
სამართალი
ე.წ. ციანიდის საქმეზე ირმა ჭკადუა იკითხება
ე.წ ციანიდის საქმის პროკურორის ზვიად გუბელაძის განცხადებით, დღეს დაკითხულმა გამომძიებლებმა, რომლებმაც აეროპორტიდან მამა გიორგი მამალაძის ბარგი ამოიღეს და მის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს, დაადასტურეს, რომ საგამოძიებო მოქმედება კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით განხორციელდა. „დღეს დაიკითხნენ საქმის გამომძიებლები, რომლებმაც თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ამოიღეს მამალაძის ბარგი, რომელშიც აღმოჩნდა მომწამვლელი ნივთიერება ციანიდი, ასევე, რომლებმაც გიორგი მამალაძის ბინიდან ამოიღეს ცეცხლსასროლი იარაღი. ყველა გამომძიებელმა დაადასტურა, რომ საგამოძიებო მოქმედება მათ მიერ კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით ჩატარდა. საზოგადოების სპეკულირება, რომ თითქოს და რაღაც კანონი ოყო დარღვეული, საგამოძიებო მოქმედების ჩატარებისას დარჩა დაუსაბუთებელი და განცხადებები მიმართული იყო საზოგადოების შეცდომაში შესაყვანად“, - აღნიშნა ზვიად გუბელაძემ. მისივე ინფორმაციით, დღეს იკითხება ბრალდების მხარის მოწმე ადვოკატი ირმა ჭკადუა, რომელმაც ირაკლი მამალაძეს ურჩია, პროკურატურისთვის მიემართა. ამასთან, პროკურორი ამბობს, რომ პატრიარქის მდივან რეფერენტი, საქმეში დაზარალებულად ცნობილი შორენა თეთრუაშვილი მოწმის სახით აუცილებლად დაიკითხება, თუმცა როდის ეს ჯერჯერობით უცნობია.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)