|
2017-06-29 11:08:56, 2160 ნახვა
სამართალი
ე.წ. ციანიდის საქმეზე დღეს გამომძიებლები დაიკითხებიან, რომლებმაც აეროპორტში მამალაძის ბარგი ამოიღეს და სახლი გაჩხრიკეს
ე.წ. ციანიდის საქმეზე სასამართლო პროცესი ბრალდების მხარის მოწმეების დაკითხვით განახლდება. პროკურორ ზვიად გუბელაძის ინფორმაციით, დღეს ბრალდების მხარის 10 მოწმე დაიკითხება. კერძოდ, პროკურორის განმარტებით, მათ შორის დაიკითხებიან ის გამომძიებლები, რომლებმაც აეროპორტში უშუალოდ ამოიღეს ბრალდებულ მამა გიორგი მამალაძის ბარგი. ასევე, ზვიად გუბელაძის თქმით, დაიკითხებიან გამომძიებლები, რომლებმაც ბრალდებულის სახლის ჩხრეკა ჩაატარეს და იარაღი ამოიღეს. „ისინი დაადასტურებენ, რომ საგამოძიებო მოქმედება კანონის სრული დაცვით ჩატარდა“, -აღნიშნა ზვიად გუბელაძემ. გარდა ამისა, ზვიად გუბელაძემ მედიასთან საუბრისას აღნიშნა, რომ პატრიარქის მდივან რეფერენტი შორენა თეთრუაშვილი აუცილებლად დაიკითხება, თუმცა ეს დღეს არ მოხდება. პროკურორი მისი დაკითხვის კონკრეტულ თარიღს არ ასახელებს.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)