|
2017-06-28 18:10:02, 2226 ნახვა
სამართალი
სამინისტრო მუსტაფა ემრე ჩაბუქისთვის ლტოლვილის სტატუსის მინიჭების საკითხზე გადაწყვეტილებას 7 ივლისს მიიღებს
ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო დემირელის კოლეჯის ხარისხის მართვის მენეჯერის, მუსტაფა ემრე ჩაბუქისთვის ლტოლვილის სტატუსის მინიჭების საკითხზე გადაწყვეტილებას 7 ივლისს მიიღებს, - ამის შესახებ სამინისტროს თავშესაფრის საკითხთა სამმართველოს უფროსმა ირაკლი ლომიძემ განაცხადა. როგორც ლომიძემ აღნიშნა, საექსტრადიციო მოთხოვნის დროს, კონკრეტული ვადაა განსაზღვრული. „იმ დღიდან, როცა სამინისტროს საექსტრადიციო დოკუმენტაცია მიაწოდეს, ერთი თვის ვადაში სამინისტრო ვალდებულია, მოამზადოს საბოლოო გადაწყვეტილება, ანუ რადგან საექსტრადიციო დოკუმენტაცია 7 ივნისს მივიღეთ, გადაწყვეტილება 7 ივლისს მზად უნდა იყოს“, - განაცხადა ირაკლი ლომიძემ. ცნობისთვის, დემირელის კოლეჯის მენეჯერის, მუსტაფა ემრე ჩაბუქის ადვოკატების განცხადებით, მათი დაცვის ქვეშ მყოფს დევნილთა და განსახლების სამინისტროს წარმომადგენლები სასჯელაღსრულების დაწესებულებაში 29 ივნისს გაესაუბრებიან. შეგახსენებთ, თბილისში, 24 მაისს, თურქული მხარის მოთხოვნით, დემირელის კერძო კოლეჯის ხარისხის მართვის მენეჯერი მუსტაფა ემრე ჩაბუქი დააკავეს. სასამართლო პროცესზე პროკურორმა განაცხადა, რომ ჩაბუქს შეიარაღებული ტერორისტული ორგანიზაციის წევრობა ედება ბრალად და მისი დაპატიმრება მოითხოვა. მოსამართლემ ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და მუსტაფა ემრე ჩაბუქს სამთვიანი წინასაექსტრადიციო პატიმრობა შეეფარდა. დაკავებული პედაგოგი ბრალს არ აღიარებს.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)