|
2017-06-27 15:14:28, 2319 ნახვა
სამართალი
შსს-მ გურამიშვილის გამზირზე ოთხი მოქალაქის დაჭრის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გურამიშვილის გამზირზე, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტთან 4 მოქალაქის დაჭრის ფაქტზე ერთი პირი დააკავა. უწყების ინფორმაციით, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს და იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1995 წელს დაბადებული ბ.ხ. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით დააკავეს. „გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა თბილისში, შატილის ქუჩაზე, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში მიმდინარე ძალისმიერი სამჭიდის მსოფლიო ჩემპიონატის დროს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 4 მოქალაქე, მათ შორის, ერთი სპორტსმენი, ცივი იარაღით დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა ბ.ხ. მომხდარიდან მეორე დღეს, ზესტაფონის რაიონის სოფელ ძირულაში დააკავეს“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში. გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 117-ე მუხლით).
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)