|
2017-06-27 15:01:40, 2192 ნახვა
სამართალი
შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტს იტალიის კარაბინიერთა კორპუსის წარმომადგენლები ეწვივნენ
შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტს საქართველოში სამუშაო ვიზიტით მყოფი იტალიის რესპუბლიკის კარაბინიერთა კორპუსის მეთაური, გენერალ-ლეიტენანტი ტულიო დელ სეტე დელეგაციასთან ერთად ეწვია. სტუმრებს შს მინისტრის მოადგილემ, მერაბ მალანიამ და შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორმა, მინდია ლორთქიფანიძემ უმასპინძლეს. შსს-ს ინფორმაციით, შეხვედრაზე განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებმა დელეგაციის წევრებს დეპარტამენტში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების შესახებ პრეზენტაცია წარუდგინეს. პრეზენტაციის დასრულების შემდეგ, შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის საბრძოლო მომზადებისა და გადამზადების სამმართველოში, იალღუჯაზე, შსს-ს სტრუქტურული დანაყოფების ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში ერთობლივი მოქმედების საჩვენებელი წვრთნა ჩატარდა. საჩვენებელ წვრთნაში მონაწილეობდნენ შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის საბრძოლო მომზადებისა და გადამზადების სამმართველოს, სტრატეგიული ობიექტების დაცვის დეპარტამენტის, სასაზღვრო პოლიციის, საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის, კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის და საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამშრომლები.
(NS)
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)