|
2017-06-27 12:48:56, 2308 ნახვა
სამართალი
უკრაინის გენპროკურორის მოადგილე: სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა და საქართველოში მისი ექსტრადირება შეუძლებელია
„მიხეილ სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა, შესაბამისად, მისი საქართველოში ექსტრადირება შეუძლებელია“,-ამის შესახებ უკრაინის გენერალური პროკურორის მოადგილემ ევგენი ენინმა განაცხადა. „როგორც იცით დღეს მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა აქვს და ჩვენი კონსტიტუციის თანახმად მისი ექსტრადირება შეუძლებელია, მაგრამ ჩვენ სრული კონტაქტი გვაქვს ჩვენს ქართველ კოლეგებთან. გვაკავშირებს კარგი და ინტენსიური თანამშრომლობა, ჩვენ მივდივართ წინ და დრო გვიჩვენებს. სამ კვირაში პრეზიდენტი პოროშენკო საქართველოში ვიზიტით ჩამოსვლას აპირებს, დღის წესრიგი საკმაოდ კარგია და იმედი გვაქვს, რომ ის გააძლიერებს თანამშრომლობას არა მხოლოდ ძალოვან უწყებებს შორის, არამედ სოციალურ და ეკონომიკურ სფეროებში“, -განუცხადა „რუსთავი 2“-ს ენინმა. რაც შეეხება უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს საქართველოში ვიზიტს, ევგენი ენინის განცხადებით, უცნობია მოხდება თუ არა შეხვედრებისას სააკაშვილის ექსტრადირების საკითხის განხილვა, თუმცა უკრაინული მხარე მზად არის კითხვებს უპასუხოს.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)