|
2017-06-27 10:43:05, 2108 ნახვა
სამართალი
ირაკლი შოთაძის ინფორმაციით, ე.წ. ციანიდის საქმის მოწმემ, ირაკლი მამალაძემ ქვეყანა დატოვა
საქართველოს მთავარი პროკურორის ირაკლი შოთაძის განცხადებით, ე.წ. ციანიდის საქმის მოწმემ, ჟურნალისტმა ირაკლი მამალაძემ საქართველო დატოვა. როგორც შოთაძემ პროკურორთა საერთაშორისო კონფერენციის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა, საქართველოს გარკვეული პერიოდით დატოვების შესახებ, მოწმემ პროკურატურას აცნობა. „ჟურნალისტების წინააღმდეგ არ მიმდინარეობს გამოძიება. ეს ფაქტების დამახინჯებაა. ჩვენ გავავრცელეთ განცხადება, სადაც დავაფიქსირეთ, რა ფაქტზე დავიწყეთ გამოძიება. ქვეყნის დატოვების მოტივი მისი პირადი საქმეა“, - განაცხადა ირაკლი შოთაძემ. რაც შეეხება დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატების განცხადებას, რომ ციანიდის ამოღების პროცესი ვიდეოთი გადაღებული არ არის და შესაბამისად, მტკიცებულებები არ არსებობს, შოთაძემ აღნიშნა, რომ ყველა მოქმედება კანონის მკაცრი დაცვით ჩატარდა. „ყველა საგამოძიებო თუ საპროცესო მოქმედება კანონის მკაცრი დაცვით არის ჩატარებული. სიცრუეა, რომ რაღაც საპროცესო ნორმების დარღვევით ჩატარდა“, - განაცხადა მთავარმა პროკურორმა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)