|
2017-06-26 21:06:10, 2069 ნახვა
პოლიტიკა
EMC: მთავრობა აზერბაიჯანელ ჟურნალისტებსა და აქტივისტებს ლტოლვილის სტატუსისა და ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარს უცხადებს
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციით, აზერბაიჯანიდან დევნილი ჟურნალისტების, სამოქალაქო და პოლიტიკური აქტივისტების (8 პირის) საქმეების პირველადი ანალიზი აჩვენებს, რომ საქართველოს მთავრობა აზერბაიჯანელ ჟურნალისტებსა და აქტივისტებს 2016 წლიდან უარს უცხადებს ლტოლვილის სტატუსისა(პოლიტიკოსების დაშგინ აღალარლის დამისი შვილის ორჰან აღალარლის საქმე)და ბინადრობის ნებართვის(ჟურნალისტების - ლეილა მუსტაფაევას, გიულნურ ქაზიმოვას, გიუნელ მევლუდ იმანოვას საქმეები) გაცემაზე, რაც ამავე პერიოდში აზერბაიჯანში აქტივისტების მიმართ მთავრობის ისედაც რეპრესიულიპოლიტიკის გამკაცრებას სიმპტომატურად ემთხვევა. მათივე ცნობით, აზერბაიჯანიდან დევნილი ჟურნალისტებისა და აქტივისტებისთვის ლტოლვილის სტატუსის, ან ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარს საქართველოს შესაბამისი უწყებები ეროვნული უსაფრთხოების დაცვის ზოგადი ინტერესით ხსნიან: „რომლის შემოწმება უსაფრთხოების სამსახურების შესაბამისი დასკვნის საიდუმლო ბუნების გამო თითქმის შეუძლებელია.ანგარიშში შესწავლილ საქმეებში ასევე ჩანს, საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ჟურნალისტებისა და აქტივისტების დევნისა დაშევიწროების ფაქტები(ჟურნალისტების -გიულნურ ქაზიმოვას, ლეილა მუსტაფაევას, აფგან მუხთარლის და აქტივისტის - ვიდადი ისგანდაროვის საქმეები), რომელსაც მათი თქმით, აზერბაიჯანის ხელისუფლებასთან დაკავშირებული პირები უნდა ახორციელებდნენ. აღნიშნულ ინციდენტებზე საქართველოს სამართალდამცავი ორგანოები ეფექტიანად რეაგირებას დემონსტრაციულად არ უზრუნველყოფენ, მათ შორის, მუქარის, დევნისა და ფიზიკური ანგარიშსწორების შემთხვევები ამ დრომდე არ არის ეფექტიანად გამოძიებული.ცალკეულ შემთხვევებში ჩნდება ეჭვები საქართველოსა და აზერბაიჯანის სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის არაფორმალური თანამშრომლობის შესახებ, რაც ყველაზე მაღალი კრიტიკულობით აფგან მუხთარლის იძულებითი გაუჩინარებისა და ჯამალ ალისთვის საქართველოში შემოსვლის აკრძალვის საქმეებში გამოჩნდა. EMC საქმეების პირველადი ანგარიშის პრეზენტაციას ფონდი ღია საზოგადოება საქართველოს ოფისში, ხვალ, 10:30 საათზე გამართავს.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)