|
2017-06-26 13:15:58, 2290 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
უდუმაშვილი: მე ვიცი როგორ დავამარცხო ერთი კაცის უსამართლო, კორუმპირებული მმართველობა
„მე ვირჩევ „ნაციონალურ მოძრაობას“ როგორც ამ ქვეყნის ერთადერთ პოლიტიკურ ძალას, რომელსაც შენების გამოცდილება აქვს“, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის მერობის კანდიდატმა ზაალ უდუმაშვილმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც უდუმაშვილმა აღნიშნა, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შეცდომებიც დაუშვა, ბევრი საქმის გაკეთებაც ვერ შეძლო და ბევრ გამოწვევასაც ვერ უპასუხა, თუმცა მისივე თქმით, მზად არის, გუნდის პოზიტიური გამოცდილება გაიზიაროს. „მე ვირჩევ „ნაციონალურ მოძრაობას“ როგორც ამ ქვეყნის ერთადერთ პოლიტიკურ ძალას, რომელსაც შენების გამოცდილება აქვს, გუნდს, რომელმაც ქვეყანა დასავლურ ყაიდაზე გამართა და მსოფლიოს გააცნო. ამ გუნდმა შეცდომებიც დაუშვა, მათ შორის დედაქალაქშიც, ბევრის გაკეთებაც ვერ შეძლო და ბევრ გამოწვევასაც ვერ უპასუხა. მინდა ამ გუნდის პოზიტიური გამოცდილება სრულად გავიზიარო, ხოლო დაშვებული შეცდომები აღარ გავიმეორო. ვირჩევ ამ ქვეყნის ყველაზე ძლიერ ოპოზიციურ ძალას იმიტომ, რომ მოვდივარ გამარჯვებისთვის და არა უბრალოდ მონაწილეობის მისაღებად. ვირჩევ გამოცდილებას და სახელმწიფოებრივ აზროვნებას. მწამს დედაქალაქში დავამარცხებ ხელისუფლების უსულგულობას და არაკომპეტენტურობასა და მომხვეჭელობას. თბილისი ჩემი სახლია, აქ დავიბადე და არსად სხვაგან ცხოვრებას არ ვაპირებ. აქ დავამთავრე სკოლა და უმაღლესი სასწავლებელი. აქ არის ჩემი მშობლების საფლავი. აქ ცხოვრობენ ჩემი საყვარელი ადამიანები, აქ მყავს დიდი სამეგობრო. მე მიყვარს ეს ქალაქი, ჩემთვის ძვირფასია მისი წარსული და მინდა ვიზრუნო მის აწმყოსა და მომავალზე, ამ საქმეში ჩემი უპირველესი და მთავარი მოკავშირეები მინდა გახდეთ თქვენ, ჩემი თანაქალაქელები. პირობას ვდებ, რომ თუ ოდესმე დადგება ვითარება, როდესაც მექნება გასაკეთებელი არჩევანი პოლიტიკური კონიუქტურის ინტერესებსა და ჩემი ქალაქის ინტერესებს შორის, გაბედულად და უყოყმანოდ ვიქნები ჩემი ქალაქის მხარეს. ჩვენ დღეს აქ შეკრებილი ადამიანები ვაცხადებთ მზაობას, დავამარცხოთ ივანიშვილის მმართველობა თბილისში. პირადად მე ამ წლების განმავლობაში მაქვს ამის გამოცდილება, მე ვიცი როგორ დავამარცხო ერთი კაცის უსამართლო, კორუმპირებული მმართველობა და ეს გზა ჩვენს პრინციპულობაზე, თავდადებაზე, წესიერებაზე და შრომის მოყვარეობაზე გადის. გავერთიანდეთ ერთად და ერთად გადავარჩინოთ ჩვენი თბილისი. ბრძოლა გამარჯვებამდე“,-განაცხადა უდუმაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)