|
2017-06-26 11:51:54, 2203 ნახვა
სამართალი
ადვოკატი: თუ პროკურორი ამტკიცებს, რომ ბარგი დაილუქა და არაფერი ჩაუდიათ, რატომ არ წარმოადგენენ ვიდეომასალას
„თუ პროკურორი ჯარჯი წიკლაური ამტკიცებს, რომ ბრალდებულის ბარგი აეროპორტის უსაფრთხოების თანამშრომლების თვალწინ იყო ამოღებული, დალუქული და არაფერი ჩაუდიათ, რატომ არ წარმოადგინეს ის, რისი წარმოდგენაც ჩიკაგოს კონვენციის თანახმად ევალებათ“, - ამის შესახებ დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა განაცხადა. ადვოკატის თქმით, ბარგის ამოღების და მისი დალუქვის პროცესის ამსახველი ვიდეომასალა თავად მოითხოვა, თუმცა არ აწვდიან. „თუ ჯარჯი წიკლაური ადასტურებს, რომ ბარგი დაილუქა, პასუხის გაცემა მოუწევთ აეროპორტის უსაფრთხოების თანამშრომლებს, თუ რა ფორმით მოხდა ეს. ჩვენ კითხვები გვაქვს. თვალთვალის ვიდეოგადაღებები არსებობს ხომ ? ჩვენ მოვითხოვეთ, თუმცა ხელის შეშლის ფაქტორი იყო“,-აღნიშნა რამიშვილმა. ცნობისთვის, ე.წ. ციანიდის საქმის მიმდინარე სასამართლო პროცესზე აეროპორტის უსაფრთხოების თანამშრომლები დაიკითხებიან. პროკურორ ჯარჯი წიკლაურის მტკიცებით, ისინი დაადასტურებენ, რომ ბარგი იყო მათ თვალწინ და მათი მონაწილეობით ამოღებული და დალუქული და ციანიდის ჩადებასთან დაკავშირებით უსაფუძვლო განცხადებები გამოირიცხება.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)