|
2017-06-25 15:28:24, 2183 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ღლონტი: სახელმწიფომ ემიგრანტთა სამშობლოში დბარუნება კონსტიტუციურ ვალდებულებად უნდა მიიჩნიოს
პარტია ,,რეფორმატორების'' თავმჯდომარე ირაკლი ღლონტი, საკონსტიტუციო ცვლილების პროექტში, უცხოეთში მყოფი თანამემამულეების მიმართ, სახელმწიფოს მიერ აღებულ ვალდებულებასთან დაკავშირებული ახალი ნორმის შესახებ განცხადებას ავრცელებს. კერძოდ, ირაკლი ღლონტი მიესალმება ჩანაწერს, რომლითაც სახელმწიფო საკუთარ თავზე იღებს ვალდებულებას, იზრუნოს ქვეყნის ფარგლებს გარეთ მყოფი თანამემამულეების სამშობლოსთან კავშირის შენარჩუნებასა და განვითარებაზე. თუმცა, მიიჩნევს, რომ სახელმწიფომ კონსტიტუციურ ვალდებულებად უნდა მიიჩნიოს ემიგრანტთა სამშობლოში დბარუნება. ,, მმართველი ძალის მიერ მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილების პროექტის მიხედვით, კონსტიტუციაში ჩნდება ახალი ჩანაწერი - ნორმა, რომლითაც სახელმწიფო საკუთარ თავზე იღებს ვალდებულებას, იზრუნოს ქვეყნის ფარგლებს გარეთ მყოფი თანამემამულეების სამშობლოსთან კავშირის შენარჩუნებასა და განვითარებაზე. მიმაჩნია, რომ ეს ფაქტი უდაოდ იმსახურებს პოზიტიურ შეფასებას, თუმცა უფრო დადებით შეფასებას მივცემდი ნორმას, თუ მისი შინაარსი ქვეყნის ფარგლებს გარეთ მყოფი თანამემამულეების სამშობლოსთან კავშირის,,შენარჩუნებისა და განვითარების'' გარდა, შეიცავდა უცხოეთში მყოფი თანამემამულეების სამშობლოში დაბრუნებისთვის საჭირო პოლიტიკის გატარების ვალდებულების აღებასაც.სახელმწიფომ კონსტიტუციურ ვალდებულებად უნდა მიიჩნიოს ემიგრანტთა სამშობლოში დბარუნება. საკონსტიტუციო ცვლილების პროექტის მიმართ ჩემი დამოკიდებულება საყოველთაოდ ცნობილია, თუმცა უცხოეთში მყოფი 1 700 000-მდე თანამემამულის მიმართ გადადგმული ნებისმიერი სწორი ნაბიჯი ჩემს მიერ ყოველთვის იქნება სათანადოდ შეფასებული '' - ნათქვამია განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)