|
2017-06-25 10:23:23, 2431 ნახვა
სამართალი
შსს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ფართომასშტაბიან კამპანიას - „შენი გულისთვის, შენი უსაფრთხოებისთვის“ აგრძელებს
შს სამინისტრო აგრძელებს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ფართომასშტაბიან კამპანიას - „შენი გულისთვის, შენი უსაფრთხოებისთვის“. კამპანიის ფარგლებში, ამჯერად ბათუმი-ჩაქვის დამაკავშირებელი გვირაბი და ბათუმის პორტის კედლის ერთ-ერთი მონაკვეთი სტრიტ-არტის სტილით მოიხატა. მხატვარმა ირაკლი ადეიშვილმა, საზღვაო სეზონის დადგომასთან დაკავშირებით, ბათუმი-ჩაქვის დამაკავშირებელი გვირაბის ორივე მხარეს და ბათუმის პორტის კედელზე საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანიის ლოგო - საგზაო ნიშნებით დაფარული გული და სლოგანი დახატა. შსს-ს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანიას საგზაო დეპარტამენტის აჭარის საავტომობილო გზების სამსახური და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სტუდენტებიც შემოუერთდნენ, რომლებმაც ბათუმის ქუჩებში მძღოლებს შსს-ს კამპანიის - „შენი გულისთვის, შენი უსაფრთხოებისთვის“ ბრენდირებული საჩუქრები გადასცეს. საქართველოს ქალაქების ცენტრალურ ადგილებში, კამპანიის ფარგლებში, სტრიტ-არტის სტილით კიდევ რამდენიმე კედელი მოიხატება. აქციის მიზანია საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება. (NS)
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)