03:32 - 20 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-23 20:59:34, 2315 ნახვა

სამართალი
სახაზინო ადვოკატი: ირაკლი მამალაძემ თქვა, რომ შეიძლება პატრიარქის მკვლელობაც იგეგმებოდა

„ირაკლი  მამალაძემ ვერ დაადასტურა, რომ დეკანოზი შორენა თეთრუაშვილის მკვლელობას გეგმავდა და ჰიპოთეტურად თქვა, რომ შეიძლება იგეგმებოდა პატრიარქის მკვლელობა“,-ამის შესახებ მამა გიორგი მამალაძის სახაზინო  ადვოკატმა პაატა მეხრიშვილმა "ექსპრესნიუსს" თბილისის საქალაქო სასამართლოში, ე.წ. ციანიდის საქმეზე პროცესის დასრულების შემდეგ განუცხადა, რომელზეც  ბრალდების მხარის მთავარი მოწმე, ჟურნალისტი  ირაკლი მამალაძე დაიკითხა.

მისივე თქმით, ირაკლი მამალაძე ბრალს ეწინააღმდეგება და სასამართლოს ურთიერთგამომრიცხავ ჩვენებას აძლევს.

„ირაკლი მამალაძემ თქვა, რომ მე  არ ვიციო, შეიძლება პატრიარქის მკვლელობასაც გეგმავდაო. ურთიერთგამომრიცხავი ჩვენებები მისცა. ეს ნიშნავს იმას, რომ მან არ იცის არაფერი, რა იგეგმებოდა. ის ბრალს ეწინააღმდეგება. გიორგი მამალაძეს ბრალი აქვს წარდგენილი იმაში, რომ ის გეგმავდა თეთრუაშვილის მკვლელობას. აღნიშნული ვერ დაადასტურა და ჰიპოთეტურად თქვა, რომ შეიძლება, იგეგმებოდა პატრიარქის მკვლელობა, ან სხვა ვინმეს მკვლელობა“,-განუცხადა მამალაძის სახაზინო ადვოკატმა „ექსპრესნიუსს“.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics