|
2017-06-23 14:19:44, 2268 ნახვა
სამართალი
შსს-მ ძარცვის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა
შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს პირველი განყოფილების თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით ძარცვის ბრალდებით, 2 პირი: 1999 წელს დაბადებული თ.ჩ და 2002 წელს დაბადებული ზ.ვ. დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა თბილისში, ტაბიძის ქუჩაზე, მოქალაქეს კუთვნილი ავტომანქანის სალონიდან 60 000 აშშ დოლარი გასტაცეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. სამართალდამცველებმა ორივე ბრალდებული ცხელ კვალზე, მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს. პოლიციამ, ერთ-ერთი ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის სარდაფიდან, გატაცებული თანხა სრულად, ნივთმტკიცებად ამოიღო. დაკავებულები აღიარებენ ჩადენილ დანაშაულს. გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით ძარცვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 178-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტთ).
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)