|
2017-06-22 21:41:22, 1367 ნახვა
სპეციალური ანონსი
23 ივნისის ანონსი
23 ივნისს, 09:00 საათზე, ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩოში ჩეხეთის თავდაცვის ინდუსტრიის კომპანიების პრეზენტაცია გაიმართება, რომელსაც საქართველოში ოფიციალურ ვიზიტად მყოფი ჩეხეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრი მარტინ სტროპნიცკი გახსნის. ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი ბუთხუზი დაესწრება. 23 ივნისს, 10:00 საათზე, სასტუმრო ”თბილისი მერიოტში“ საქართველოს სახალხო დამცველი საერთაშორისო ორგანიზაციასთან „გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში – თბილისი“ ერთად საზოგადოებას წარუდგენს ანგარიშს – „ფსიქიკური ჯანდაცვის დაწესებულებათა პრივატიზაცია საქართველოში შეფასება, დასკვნები და რეკომენდაციები საქართველოს მთავრობისთვის“. 23 ივნისს, 11.30 საათზე, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, სამშენებლო კომპანია M2, USAID და UNICEF შშმ ბავშვების მცირე საოჯახო სახლის მშენებლობის კაფსულას ჩადებენ. 23 ივნისს, 12:00 საათზე, თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძე თბილისის მერიაში ენერგოეფექტურობისა და ელექტრომობილების გამოფენას გახსნის. 23 ივნისს, 12:00 საათზე, ჩეხეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრი მარტინ სტროპნიცკი დელეგაციის წევრებთან ერთად სოფელ ოძისში დეფაქტო საზღვარს მოინახულებს. 23 ივნისს, 12:00 საათზე, თბილისის ბოტანიკურ ბაღში ”ზიპ ლაინ” ატრაქციონი გაიხსნება. ცერემონიას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე დაესწრება.
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)