|
2015-04-20 13:41:46, 890 ნახვა
ეკონომიკა
ეროვნული ბანკი ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სისტემის საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისობაზე დასერტიფიცირდა
საქართველოს ეროვნული ბანკი პირველი ორგანიზაციაა საქართველოში, რომელმაც სასერტიფიკაციო აუდიტი წარმატებით გაიარა და ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სისტემის საერთაშორისო სტანდარტის ISO/IEC 27001: 2013 შესაბამისობაზე დასერტიფიცირდა. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, სერტიფიცირება საერთაშორისო ანგარიშსწორებისა და რეზერვების მართვის და საქართველოს საგადახდო და ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებული ანგარიშსწორების მომსახურებების მიმართულებით განხორციელდა. როგორც ეროვნულ ბანკში აცხადებენ, აღნიშნულით, კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სისტემა ამ მიმართულებებით სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო სტანდარტთან. მათივე თქმით, სერტიფიცირება ცალსახა აღიარებაა, რომ ეროვნული ბანკის ხელთ არსებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობის, კონფიდენციალობისა და მთლიანობის დაცვის უზრუნველყოფის ღონისძიებები ISO/IEC 27001: 2013 სტანდარტის შესაბამისად ხორციელდება. საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სისტემის საერთაშორისო სტანდარტთან შესაბამისობაზე სერტიფიკატი გერმანულმა მასერტიფიცირებელმა ორგანომ TUV SUD management Service GmbH - მა გასცა, რომელიც აკრედიტებულია გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ეროვნული სააკრედიტაციო ორგანოს DAkkS - ის მიერ. „ISO/IEC 27001: 2013 - ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სისტემის საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტია, რომლის შესაბამისობის სერტიფიკატი ქვეყანაში პირველად საქართველოს ეროვნულ ბანკს მიენიჭა. ეროვნული ბანკი მნიშვნელოვან ყურადღებას უთმობს ინფორმაციის ხელმისაწვდომობის, კონფიდენციალობისა და მთლიანობის დაცვას. ამიტომ, აღნიშნულ სტანდარტთან შესაბამისობა ეროვნული ბანკისთვის და მთლიანად ფინანსური სექტორის განვითარებისთვის კიდევ ერთი, წინ გადადგმული ნაბიჯია“, - განაცხადა ეროვნული ბანკის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი მელაშვილმა.
დაბომბვის შემდეგ პირველად ისტორიაში, სერბეთმა ნატოსთან ერთად პირველი სამხედრო წვრთნა დაიწყო
საფრანგეთში, ნოროვირუსის აფეთქების გამო, კარანტინში მოათავსეს 1700 ადამიანის გადამყვანი საკრუიზო გემი
დუმამ ოკუპირებულ ცხინვალთან მოკავშირეობის გაღრმავების კანონპროექტი მიიღო
საქართველოს ბანკის შეთავაზებები მოსწავლეებისთვის - მიიღეთ ქეშბექი საყვარელ ობიექტებში
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)