|
2017-06-22 13:29:18, 2457 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
სუბარი: რომ ვთქვათ, ხვალ აფხაზეთს ვიბრუნებთ, „ნაციონალური მოძრაობა“ დარბაზიდან გავა
“როცა "ნაციონალური მოძრაობა" გვყავს დარბაზში, კონსესუსის მიღწევა რაიმე საკითხზე, შეუძლებელია“, - ასე გამოეხმაურა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების მიერ რიგგარეშე სხდომებისთვის ბოიკოტის გამოცხადებას, სადაც კონსტიტუციური ცვლილებები ორი მოსმენით უნდა მიიღონ. "ზოგადად, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველაფერზე მიდის მსჯელობა, თუმცა როცა "ნაციონალური მოძრაობა" გვყავს დარბაზში, კონსესუსის მიღწევა რაიმე საკითხზე, შეუძლებელია. რომ ვთქვათ, ხვალ აფხაზეთს ვიბრუნებთ, "ნაციონალური მოძრაობა" გავა დარბაზიდან. ინაშვილის პარტიისას არ მესმის კარგად. თვითონ საკონსტიტუციო კომისია იყო ისეთი მრავალფეროვანი და იმდენად მრავალმხრივი როგორიც არასდროს ყოფილა. აბსოლუტურ უმრავლესობა საკითხებში იყოს კონსესუსი. იყო რამდენიმე საკითხი, რომელზეც კონსესუსი ვერ შედგება. მაგალითად, საქართველოში არის უამრავი ადამიანი, რომელიც თვლის, რომ უნდა გადავიდეთ მთლიანად მაჟორიტარულ სისტემაზე, მეორე ნაწილი თვლის, რომ უნდა გადავიდეთ პროპორციულ სისტემაზე, ამაზე კონსესუსი ვერ შედგება. იგივეს მიწის გაყიდვის საკითხი, რომელზეც კონსესუსი ვერ იქნება",- აღნიშნა სოზარ სუბარმა.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)