|
2017-06-22 10:43:05, 2277 ნახვა
სამართალი
შსს-მ ყაჩაღობის ფაქტი აღკვეთა
შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის, ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის და შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ერთობლივად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1988 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ს.გ. და 1991 წელს დაბადებული ი.ს., ჯგუფურად, ბინაში უკანონო შეღწევით, ყაჩაღობის მომზადების ბრალდებით დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა, ფულისა და ძვირფასეულობის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მარნეულის რაიონის სოფელ შაუმიანში მცხოვრებ ო.კ.-ს ოჯახზე თავდასხმა დაგეგმეს, მაგრამ სამართალდამცველების ოპერატიული რეაგირების შედეგად, განზრახვა ვერ განახორციელეს. პოლიციამ ორივე ბრალდებული იმ დროს დააკავა, როცა ერთ-ერთის კუთვნილი ავტომობილით, მარნეულის რაიონის სოფელ შულავერში იმყოფებოდნენ. სამართალდამცველებმა, ავტომობილის ჩხრეკის შედეგად, დანაშაულის ჩადენისთვის მომზადებული ნიღბები და დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს. გამოძიება ჯგუფურად, ბინაში უკანონო შეღწევით, ყაჩაღობის მომზადების ფაქტზე მიმდინარეობს ( საქართველოს სსკ-ს 18-179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით).
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)