|
2017-06-21 12:39:07, 2350 ნახვა
სამართალი
სააპელაციო სასამართლომ ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეში მსჯავრდებულები პატიმრობაში დატოვა
ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეში მსჯავრდებული, კრიმინალური პოლიციის ყოფილი უფროსი ირაკლი ფირცხალავა და ასევე ყოფილი პოლიციელი, გიორგი ცააძე სააპელაციო სასამართლომ პატიმრობაში დატოვა. განაჩენი ცოტა ხნის წინ გამოცხადდა. მოსამართლეთა კოლეგიამ პროკურატურის არგუმენტები გაითვალისწინა და ისინი დამნაშავედ სცნო. მსჯავრდებულებს 2006 წელს, თბილისში კორტების მიმდებარედ, ზურაბ ვაზაგაშვილისა და ალექსანდრე ხუბულოვის განზრახ მკვლელობა ედებათ ბრალად. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ფარცხალაძეს და ცააძეს 12-12 წლიანი პატიმრობა აქვთ შეფარდებული. სააპელაციო სასამართლოში დაცვის მხარემ სწორედ განაჩენის გამამტყუნებელი ნაწილი გაასაჩივრა. რაც შეეხება ბრალდების მხარეს, მათ გასაჩივრებული ჰქონდათ თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენის ნაწილი, სადაც კიდევ ერთ ეპიზოდში - ფალსიფიკაციის ბრალდებაში, ირაკლი ფირცხალავა და გიორგი ცააძე გამართლდნენ.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)