09:46 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-21 12:09:14, 1977 ნახვა

საზოგადოება
სამედიცინო ფურცელზე მყოფ პედაგოგებს განაცდური სრულად აუნაზღაურდებათ

16 ივნისიდან საჯარო სკოლის მასწავლებლებისთვის  ანაზღაურებადი ბიულეტენის თანხის დაანგარიშების წესი იცვლება.

როგორც „ექსპრესნიუსს“ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან აცნობეს, მინისტრის №87/ნ ბრძანებაში ცვლილებები შევიდა, რომლის მიხედვითაც, საჯარო სკოლის პედაგოგებისთვის დროებითი შრომისუუნარობის გამო დახმარების საერთო თანხის გამოანგარიშებისას, თანამდებობრივ სარგოსთან ერთად დანამატები იქნება გათვალისწინებული.

უფრო კონკრეტულად, ახალი მიდგომით, ბიულეტენის თანხა, მასწავლებლის თანამდებობრივი სარგოსა და თანამდებობრივ სარგოზე გათვალისწინებული დანამატების შეჯამებული რაოდენობიდან დაანგარიშდება. კერძოდ,  ბიულეტენის ანაზღაურებისას, შეჯამებულად დაითვლება როგორც პედაგოგის თანამდებობრივი სარგო, ასევე დანამატები და ზეგანკვეთური ანაზღაურება.

ცნობისთვის, ამ დრომდე პედაგოგებისთვის ანაზღაურებადი ბიულეტენის თანხის გაცემა  მხოლოდ თანამდებობრივ სარგოზე დაყრდნობით ხდებოდა.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„ახლა ჩვენი ჯერია“: ბაიდენმა ამერიკული გზის დაუმთავრებელ ბუნებაზე ისაუბრა
ტრამპი ხამენეის დაკრძალვაზე: ჩვენ შეგვიძლია ყველა ერთი დარტყმით გავანადგუროთ
ელენე ხოშტარიას მიმართვა ALDE-ს - რუსეთი ცდილობს დაამარცხოს ევროპა საქართველოში
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics