09:50 - 17 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-21 10:55:03, 2681 ნახვა

მსოფლიო
ბრიუსელში მომხდარ ინციდენტს ტერორისტული აქტის კვალიფიკაცია მიენიჭა

ბრიუსელში მომხდარ ფაქტს ტერორისტული აქტის კვალიფიკაცია მიენიჭა, - ამის შესახებ BBC იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, მეტროსადგურში აფეთქების ხმა გაისმა, თუმცა ის ძლიერი არ იყო.

როგორც BBC წერს, პირს ჰქონდა ასაფეთქებელი ქამარი და სხვა ასაფეთქებელი მოწყობილობები, რომლის განეიტრალება ადგილზევე მოხდა.

მედიის ცნობით, თავდამსხმელის  ვინაობა არ სახელდება. ამასთან, არ არის ცნობილი, იყო თუ არა ის კავშირში რომელიმე ტერორისტულ დაჯგუფებასთან. გარდა ამისა, რამდენიმე მედია საშუალება წერს, რომ აფეთქებამდე თავდამსხმელი ყვიროდა: "ალაჰ აკბარ!". 

შეგახსენებთ, რომ ბრიუსელის მეტროს ცენტრალურ სადგურზე ევაკუაცია გამოცხადდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics