09:46 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-21 11:11:02, 1775 ნახვა

საზოგადოება
მოზარდებმა ფინანსური ვალდებულებების შესახებ პრეზენტაცია მოისმინეს

იუსტიციის სამინისტროს სსიპ „აღსრულების ეროვნულმა ბიურომ“ სსიპ "დანაშაულის პრევენციის ცენტრის" ახალგაზრდული პროგრამების მონაწილეებს უმასპინძლა. მოზარდები აღსრულების ეროვნული ბიუროს საქმიანობასა და სერვისებს გაეცნენ.

დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებმა ვიზიტის ფარგლებში მოისმინეს პრეზენტაცია - თუ რას ნიშნავს ვალი, ფინანსური ვალდებულებები და ადმინისტრაციული სახდელი; რისი უფლება აქვთ თავდებობის, იპოთეკის ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში მოქალაქეებს; როგორ უნდა დავიცვათ თავი არასასურველი ვალისგან; რა ვადებში უნდა მოხდეს ადმინისტრაციული ჯარიმის გადახდა და სხვა. პრეზენტაციის შემდეგ აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომლებმა ახალგაზრდების კითხვებს უპასუხეს. ვიზიტის დასასრულს, მოსწავლეებს სპეციალური სერტიფიკატები გადაეცათ.

პრევენციული კომუნიკაციის პროექტის მიზანი დამამთავრებელი კლასების მოსწავლეების ინფორმირებაა, რათა ბავშვებმა დროულად გააცნობიერონ შესაძლო რისკები, ვიდრე ვალისა და ფინანსური ვალდებულებების აღებას გადაწყვეტენ. შეხვედრა აღმასრულებელთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში გაიმართა. კვირეულის ფარგლებში მსგავსი საინფორმაციო შეხვედრები  სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან იმართება.

იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ ახალგაზრდული პროგრამების ერთ-ერთი მიზანი მოზარდებში სამოქალაქო და სამართლებრივი ცნობიერების ამაღლებაა.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„ახლა ჩვენი ჯერია“: ბაიდენმა ამერიკული გზის დაუმთავრებელ ბუნებაზე ისაუბრა
ტრამპი ხამენეის დაკრძალვაზე: ჩვენ შეგვიძლია ყველა ერთი დარტყმით გავანადგუროთ
ელენე ხოშტარიას მიმართვა ALDE-ს - რუსეთი ცდილობს დაამარცხოს ევროპა საქართველოში
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics