|
2017-06-20 16:01:51, 2332 ნახვა
სამართალი
პირველადი მოკვლევებით, ობიექტზე, სადაც დღეს მუშა დაშავდა, უსაფრთხოების ნორმების დარღვევები გამოვლინდა
შრომის ინსპექტორების მიერ შესწავლის შედეგად, ობიექტზე, რომლის მესამე სართულიდანაც დღეს მუშა გადმოვარდა, უსაფრთხოების ნორმებთან დაკავშირებული არსებითი სახის დარღვევები გამოვლინდა. ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ შრომის და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ელზა ჯგერენაიამ განუცხადა. „მიღებული შეტყობინებიდან დაუყოვნებლივ მოხდა ადგილზე გასვლა და ამ ინციდენტის შესწავლა, რომელსაც ადგილი ჰქონდა სამშენებლო ობიექტზე, სადაც მესამე სართულიდან მუშა გადმოვარდა. პირველადი მოკვლევებით, ჩვენი მობილური ჯგუფის შრომის ინსპექტორთა შესწავლის შედეგად, გარკვეული სახის არსებითი დარღვევები გამოვლინდა, რომლებიც შრომის უსაფრთხოების ნორმებს ეხება. დაშავებული გადაყვანილი იქნა კლინიკაში, სადაც გადის მკურნალობას. იმედი მაქვს გამოჯანმრთელდება“, - აღნიშნა ელზა ჯგერენაიამ. რაც შეეხება შრომის ინსპექციის მანდატის გაძლიერებას, ჯგერენაიას თქმით, სწორედ ამ მიზნით შემუშავდა კანონპროექტი, რომელიც ინტენსიურად განიხილება პირველი მოსმენით კომიტეტებში. „პირველი ეტაპისთვის მოხდება შემოწმება და ინსპექტირება მომეტებული საფრთხის მქონე კომპანიებში, იქ სადაც მაღალია უბედური შემთხვევების, დაშავების და ჯანმრთელობის დაზიანების რისკი. შემდეგ მოხდება გაფრთხილება, არის ადმინისტრაციული სახდელები ჯარიმის სახით, რასთან დაკავშირებითაც მიმდინარეობს მსჯელობა კომიტეტებში“, - განაცხადა ჯგერენაიამ.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)