09:20 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-19 21:21:38, 1770 ნახვა

საზოგადოება
ვენეციის კომისია: საქართველო ვალდებულია, ერთნაირსქესიანთა პარტნიორობა ლეგალურად სცნოს

ვენეციის კომისია ფუნდამენტურ უფლებებთან დაკავშირებით მიიჩნევს, რომ  ცვლილებების პროექტი, სადაც ქორწინება არის განმარტებული, როგორც ქალსა და მამაკაცს შორის კავშირი, არ უნდა იყოს ინტერპრეტირებული ერთნაირსქესიანი სამოქალაქო პარტნიორობის აკრძალვად.

ამის შესახებ ვენეციის კომისიის მიერ საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის შესახებ მომზადებულ ოფიციალურ დასკვნაშია აღნიშნული.

„საქართველოში ერთნაირსქესიანთა ქორწინების შემოღება უნდა შეესაბამებოდეს მოქმედ კონსტიტუციას, დანარჩენი კი ჩვეულებრივმა კანონმდებლობამ უნდა გადაწყვიტოს. იმ შემთხვევაში, თუ ცვლილებების პროექტი ცალსახად გამორიცხავს ერთნაირსქესიანთა ქორწინებას, ეს არ უნდა ვრცელდებოდეს ერთნაირსქესიანთა პარტნიორობაზე. საქართველო, ისევე როგორც, ევროპის საბჭოს სხვა ნებისმიერი წევრი ქვეყანა, ვალდებულია, დაიცვას ადამიანის უფლებათა კონვენციის სტანდარტები. აქედან გამომდინარე, ვალდებულია ერთნაირსქესიანთა პარტნიორობა სცნოს ლეგალურად და არავითარ შემთხვევაში არ უნდა იქნეს გაგებული როგორც პარტნიორობის აკრძალვა.ვენეციის კომისიამ სომხეთისვის დაადგინა, რომ დებულება თანასწორი ქორწინების შესახებ არ უნდა იქნეს გაგებული ისე, რომ გამოირიცხოს ერთი და იმავე სქესის ადამიანების ერთობა. გაეროს ეკონომიკური, სოციალურ-კულტურული უფლებების კომიტეტი მოუწოდებს ორგანიზაციის წევრებს, რომ იურიდიულად აღიარონ ერთნაირსქესიანთა ურთიერთობები.  გარდა ამისა, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ ადამიანის უფლებათა კონვენციის წევრმა ქვეყნებმა ლეგალურად უნდა სცნონ ერთნაირსქესიანი წყვილები. აღნიშნულის არაღიარება იწვევს მე-8 მუხლის დარღვევას“,-ნათქვამია ვენეციის კომისიის დასკვნაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„ახლა ჩვენი ჯერია“: ბაიდენმა ამერიკული გზის დაუმთავრებელ ბუნებაზე ისაუბრა
ტრამპი ხამენეის დაკრძალვაზე: ჩვენ შეგვიძლია ყველა ერთი დარტყმით გავანადგუროთ
ელენე ხოშტარიას მიმართვა ALDE-ს - რუსეთი ცდილობს დაამარცხოს ევროპა საქართველოში
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics