|
2017-06-19 16:38:15, 2173 ნახვა
ეკონომიკა
შონ ო’სალივანი: აზიის განვითარების ბანკი საქართველოს პრიორიტეტული პარტნიორია
„აზიის განვითარების ბანკი საქართველოს პრიორიტეტული პარტნიორია და დიდი ინტერესი აქვს, იყოს კონტრიბუტორი საქართველოს სატრანსპორტო პოტენციალის განვითარებაში, რასაც დიდი გავლენა ექნება არა მხოლოდ საქართველოზე, არამედ აზიის განვითარების ბანკის სხვა წევრ ქვეყნებზეც“, - ამის შესახებ აზიის განვითარების ბანკის გენერალურმა დირექტორმა შონ ო’სალივანმა საქართველოს ფინანსთა სამინისტროში ბანკის მიერ საქართველოსთვის ფინანსური რესურსის გამოყოფის შესახებ შეთანხმებაზე ხელმოწერის შემდეგ განაცხადა. აზიის განვითარების ბანკი ძირულა - ხარაგაული - მოლითი - ფონა - ჩუმათელეთის დაახლოებით 50 კმ სიგრძის საავტომობილო გზის რეაბილიტაციას დააფინანსებს. შეთანხმება 80 მლნ აშშ დოლარის ფინანსური რესურსის გამოყოფას ითვალისწინებს. „ეს ძალიან მნიშვნელოვანი გზის მონაკვეთია საქართველოსთვის, განსაკუთრებით იმ მოსახლეობისთვის, ვინც ამ გზის სიახლოვეს ცხოვრობს. გუშინ პირადად მოვინახულე აღნიშნული ტერიტორია, მათ შორის, ვიმყოფებოდი რიკოთის მიდამოებში, რომელიც მოითხოვს მნიშვნელოვან ინვესტიციებს და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ შევძლებთ უახლეს წლებში აღნიშნული დაფინანსების უზრუნველყოფას“, - განაცხადა აზიის განვითარების ბანკის გენერალურმა დირექტორმა შონ ო’სალივანმა.
(NS)
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)