|
2017-06-19 10:32:39, 1504 ნახვა
საზოგადოება
თბილისის საზაფხულო ბაგა-ბაღებში რეგისტრაცია დღეს იწყება
თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ინიციატივითა და თბილისის მთავრობის გადაწყვეტილებით, დედაქალაქს ივლისის თვეში 40 საზაფხულო ბაღი მოემსახურება. როგორც "ექსპრესნიუსს" თბილისის მერიიდან აცნობეს, ოჯახებს, რომლებიც ჯერ ვერ ახერხებენ შვილების ქალაქგარეთ გაყვანას, შესაძლებლობა აქვთ მათ რაიონში მოქმედი საზაფხულო ბაღების მომსახურებით უფასოდ ისარგებლონ. მათივე ინფორმაციით, საზაფხულო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი 3 ივლისიდან 31 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება. საზაფხულო ბაღების რეგისტრაცია, 19 ივნისს, 13.00 საათზე დაიწყება და 29 ივნისს დასრულდება. რეგისტრაცია ელექტრონულად იწარმოებს საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ვებ-გვერდზე: www. kids.org.ge. საზაფხულო ბაგა-ბაღებში რეგისტრირებული აღსაზრდელები, მომსახურებას მიიღებენ მხოლოდ მიმდინარე წლის ივლისის თვეში და აღნიშნული რეგისტრაცია არ ეხება 2017-2018 სააღმზრდელო წელს. საზაფხულო ბაღების სია რაიონების მიხედვით:გლდანის რაიონი – N153, N48, N205, N216, N186, დიდუბის რაიონი – N11, N92, N23, N15, ვაკის რაიონი – N1, N27, N142, N83, ბაგა-ბაღი „ჩიორა“, ისნის რაიონი - N202, N29, N26, N215, N182, კრწანისის რაიონი - N51, N206,მთაწმინდის რაიონი - N170, N152, N162, ნაძალადევის რაიონი - N9, N79, N60, N143, N80, საბურთალოს რაიონი - N197, N171, N112, სამგორის რაიონი - N128, N12, N210, N45, N196, N72, ჩუღურეთის რაიონი - N34, N5.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)