|
2017-06-19 10:25:32, 2121 ნახვა
სამართალი
სასამართლომ შვილის მიმართ ძალადობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ სცნო
სამტრედიის რაიონულმა სასამართლომ შვილის მიმართ ძალადობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ სცნო. როგორც პროკურატურის განცხადებაშია აღნიშნული, გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა პირმა, ოჯახის წევრებთან კონფლიქტის დროს, არასრულწლოვან შვილს ცივი იარაღით სხეულის დაზიანება მიაყენა. „სამტრედიის რაიონულმა სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და შვილის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტზე გ.ხ. დამნაშავედ სცნო სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა" ქვეპუნქტით. სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 2017 წლის 11 მარტის საღამოს საათებში, ვანის რაიონში მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა გ.ხ.-მ, საკუთარ საცხოვრებელ სახლში ოჯახის წევრებთან კონფლიქტის დროს არასრულწლოვან შვილს დანით მიაყენა სხეულის მსუბუქი დაზიანება, რითაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი. სამართალდამცავებმა გ.ხ. იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ა" ქვეპუნქტით (ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი) წარედგინა. სამტრედიის რაიონულმა სასამართლომ გ.ხ. დამნაშავედ სცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 1 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, - ნათქვამია განცხადებაში.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)