|
2015-04-19 18:41:35, 595 ნახვა
საზოგადოება
ევროპის იმუნიზაციის კვირეულის აღსანიშნავად, პრესკონფერენცია სლოგანით აცერი და დაიცავი გაიმართება
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრში ევროპის იმუნიზაციის კვირეულის აღსანიშნავად, ხვალ, 13:00 საათზე, გაიმართება პრესკონფერენცია სლოგანით აცერი და დაიცავი. შეხვედრას დაესწრებიან შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის და ქ. თბილისის მერიის ხელმძღვანელი პირები. ასევე, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის, აშშ დაავადებათა კონტროლის ცენტრის, ამერიკის განვითარების სააგენტოს და გაეროს ბავშვთა ფონდის საქართველოს ოფისის წარმომადგენლები და პრაქტიკოსი ექიმები. მსოფლიოში იმუნიზაციის მნიშვნელობის ხაზგასმის მიზნით, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) ევროპის რეგიონულმა ბიურომ 2015 წლის 20 -25 აპრილის პერიოდი ევროპის იმუნიზაციის კვირეულად გამოაცხადა. საქართველო, როგორც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონის წევრი ქვეყანა, იმუნიზაციის კვირეულში მონაწილეობას იღებს 2007 წლიდან. ევროპის იმუნიზაციის კვირეულის მიზანია რეგიონში ვაქცინაციით მოცვის მაჩვენებლის გაუმჯობესება - იმუნიზაციის მნიშვნელობის შესახებ ინფორმირებულობის გაზრდით და მოსახლეობის მოწყვლად ჯგუფებზე სპეციალური ფოკუსირებით . იმუნიზაციის კვირეული ფოკუსირებულია დაავადებებზე, რომელთა თავიდან აცილება ვაქცინაციით არის შესაძლებელი (ე.წ. ვაქცინაციით მართვადი ინფექციები). ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ყოველწლიურად 14 წლამდე ასაკის 12 მილიონამდე ბავშვი იღუპება. დაახლოებით 9 მლნ ბავშვი იღუპება ინფექციური დაავადებებისაგან, მათ შორის კი, 3 მილიონამდე ბავშვი, ანუ მესამედი – იმ ინფექციებისაგან, რომელთა პროფილაქტიკისათვის არსებობს ვაქცინა. მათ შორის, წითელათი გამოწვეული სიკვდილიანობაა 45,5%, ჰიბ ინფექციით - 23,4%, ყივანახველათი - 17%, ახალშობილთა ტეტანუსით - 11%; 2013 წელს საქართველოში დაიწყო წითელას შემთხვევების მნიშვნელოვანი მატება, რომელმაც ეპიდაფეთქების სახე მიიღო დადღემდე გრძელდება. მიმდინარე პერიოდისათვის სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, შემთხვევათა რაოდენობამ 11 ათასს გადაჭარბა, აქედან 4 დასრულდა ლეტალურად. მიუხედავად ამისა, საკმაოდ დაბალია მოსახლეობის ინტერესი წითელას საწინაღმდეგო აცრების მიმართ. კერძოდ, ქ თბილისში დამატებითი აცრების კამპანიის ფარგლებში აიცრა მხოლოდ კონტინგენტის 8,6%; კვირეულის განმავლობაში კიდევ ერთხელ უნდა მოხდეს იმუნიზაციის აქტუალობის შეხსენება და ინფორმაციის მიწოდება მოსახლეობისათვის, მედიისათვის, ჯანდაცვის სისტემის სპეციალისტებისათვის, პოლიტიკოსებისათვის, სხვადასხვა დაინტერესებული მხარეებისათვის. იმუნიზაციის კვირეულის პერიოდში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონის ქვეყნებში ტარდება სხვადასხვა სახის ღონისძიებები: პრეს-კონფერენციები, საუბრები მრგვალ მაგიდასთან, სემინარები, გამოფენები და სხვა. კვირეულს საქართველოც უერთდება სხვადასხვა ღონისძიებებით. გვახსოვდეს, რომ არავაქცინირებული პირი საფრთხეს უქმნის როგორც საკუთარ, ასევე მის გარშემო მყოფი ადამიანების ჯანმრთელობას და სიცოცხლეს! დაგეგმილი აქტივობები:19 აპრილი - ცენტრის ფეისბუქზე - https://www.facebook.com/ncdcgeorgia განთავსდება ინფორმაცია (20 -25 აპრილი)კონკურსის შესახებ თემაზე -აცერი და დაიცავი. კონკურსის გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან.კონკურსი გამოცხადდება 2შემდეგი მიმართულებებით: საუკეთესო ფოტო; საუკეთესო ვიდეო სიუჟეტი (ტელევიზია); საუკეთესო ვიდეო სიუჟეტი (ვებ პორტალი); საუკეთესო ტელე გადაცემა; საუკეთესო სტატია; 20 აპრილი, 13:00 საათი - -პრესკონფერენცია; სშჯსდ სამინისტროს, დკსჯე ცენტრის, ქ.თბილისის მერიის წარმომადგენლების, WHO, USAID, UNICEF, CDC საქართველოს წარმომადგენლობის მონაწილეობით - ქ.თბილისი დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი; 20-25 აპრილი - მასალების დარიგება ქ.თბილისის პოლიკლინიკებში; 20-25 აპრილი - საზოგადოების გამოკითხვა იმუნიზაციის შესახებ- საინფორმაციო სააგენტო ,,ინფო 9“ - მთავარი გვერდი; 20-25 აპრილი - ქვეყნის მასშტაბით დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის რეგიონული მუნიციპალიტეტების საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრების და ჯანდაცვის პირველადი რგოლების მიერ მოსახლეობის მასობრივი თავშეყრის ადგილებში, საჯარო სკოლებში ერთობლივად ჩატარებენ ლექცია საუბრებს იმუნიზაციის მნიშვნელობის და აუცილებლობის შესახებ, დაურიგდებათ ბუკლეტები ,,აიცერი და დაიცავი“ აპრილი, 17:00 საათი - კონცერტი და საჩუქრების გადაცემის ცერემონიალი სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახებისათვის - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი (მის: ვაჟა ფშაველას გამზირი 29); 29 აპრილი, 17:00 საათი - პრესკონფერენცია - კვირეულის დახურვა, დაჯილდოების ცერემონიალი (კვირეულის მხარდამჭერი მედია, ორგანიზაციები და მონაწილე ცნობადი სახეები) - დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი, საკონფერენციო დარბაზი - მეორე სართული მის:ასათიანის #9; 17-30 აპრილი - მომზადებული მასალის განთავსება (ცენტრის ვებ გვერდი, ფეისბუქი, ტვიტერი, myvideo, youtube);მედია კამპანია იმუნიზაციის აქტუალურ საკითხებზე საქართველოს მასშტაბით;2015 წელს მომზადებული ვიდეო მიმართვები ტელეკომპანიებში განთავსდება 30 აპრილიდან.
iFact: სანქცირებული ტანკერის ტვირთი ყულევის პორტში ჩავიდა
პარლამენტმა სახელმწიფო ქონება იმპორტზე აქციზის გადასახადისგან გაათავისუფლა
რუსეთმა შეერთებულ შტატებს ევროპიდან ყველა ბირთვული იარაღის გაყვანა მოსთხოვა
პუტინის ბირთვული მუქარის შემდეგ ნატოს ქვეყნებმა რეკორდული ტემპით ჩადეს ინვესტიციები ბირთვულ იარაღში
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
გერმანიამ, საფრანგეთმა და დიდმა ბრიტანეთმა პუტინს უკრაინაში ომის დასასრულებლად ხუთი პირობა წაუყენეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)