|
2017-06-17 10:27:28, 2971 ნახვა
Lifestyle
„ფული მოგვპარა მთლიანად ქვეყანას, მინიმუმ 35000 ლარი“ - აკა სინჯიკაშვილი თეონა ბაღდავაძეს სკანდალურ ბრალდებას უყენებს
სცენარისტი აკა სინჯიკაშვილი ცნობილ პიარ-მენეჯერს, თეონა ბაღდავაძეს თანხის მოპარვაში ადანაშაულებს. საქმე ეხება საქველმოქმედო აქციას Red Nose Day Georgia – “გაიცინე, გაეცი, გადაარჩინე ბავშვი”. როგორც სინჯიკაშვილი Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს, მას ეჭვი აქვს, რომ კამპანიის ფარგლებში შემოსული თანხიდან დაახლოებით 35 000 ლარი თეონა ბაღდავაძემ „მოიპარა“. სინჯიკაშვილის განცხადებით, აღნიშნულთან დაკავშირებით საგამოძიებო ორგანოში სარჩელს შეიტანს. „ამ წლის იანვარში დამიკავშირდა მარკეტინგის მენეჯერი თეონა ბაღდავაძე და შემომთავაზა საქართველოში ჩაგვეტარებინა საერთაშორისო საქველმოქმედო აქცია Red Nose Day Georgia. აიღო ყველანაირი ფინანსური და სხვა დანარჩენი პასუხისმგებლობა და მე მთხოვა დახმარება ამ ყველაფრის ორგანიზებაში. მთლიანად შეგროვილი ფული უნდა გადმოეცა ჩემთვის და მე ამ ფულით უნდა მეყიდა მიწა, რომელზეც უნდა ამეშენებინა შენობა სოციალურად დაუცველთათვის. ამ კამპანიის დამთავრებისას ანუ ზუსტად ერთი თვის შემდეგ, გუშინდელ დღემდე მეუბნებოდა რომ არ არის სრულად ფული ამოღებული ყველა ქსელიდან და ცოტა ხანს დამეცადა. გუშინ დამიბარა თავისთან ოფისში, რომელსაც ესწრებოდა რამდენიმე ადამიანი და მითხრა რომ სულ კამპანიიდან შეგროვდა 75000 (
მოსკოვის სასამართლომ კენედების ოჯახის წევრს დაუსწრებლად პატიმრობა მიუსაჯა
კოლუმბიის პრეზიდენტი - მიწისძვრის შემდეგ 265 ადამიანი დაიღუპა და 3 494 დაშავდა, უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება 496
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს, მათ შორის ნარკორეალიზაციაში სხვადასხვა ფორმით ჩართული 55 პირია
ივანიშვილის წარმომადგენელი იონათამიშვილი აფხაზეთში ბენზინის მიწოდებაზე კითხვების გამო ოპოზიციის აკრძალვას ითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)