|
2017-06-15 17:04:49, 1957 ნახვა
პოლიტიკა
„ევროპული საქართველო“ აფგან მუხთარლის საქმეზე პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს
„ევროპული საქართველო“ აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის საქმესთან დაკავშირებით, პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს. ამის შესახებ პარტიის წევრმა ოთარ კახიძემ განაცხადა. "აფგან მუხთარლის გატაცებასთან დაკავშირებით „ევროპული საქართველო“ უერთდება ევროპარლამენტის შეშფოთებას. პარლამენტში სუს-ის უფროსი და შინაგან საქმეთა მინისტრი დავიბარეთ, მაგრამ არ გამოცხადდნენ. როგორც ჩანს, მათ ჩვენს კითხვებზე პასუხები არ აქვთ. ამ საქმეს დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი გამოძიება დროულად და სწრაფად სჭირდება. ამიტომ, დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხს ვაყენებთ, სადაც ეფექტურად მოხდება ამ საქმის გამოძიება, რადგან მტკიცების ტვირთი საქართველოს სახელმწიფოზეა. ამავდროულად, ევროპარლამენტის მხრიდან დამნაშავეების დასჯაა მოთხოვნილი და არანაირი ნდობა არ არსებობს იმ უწყებების მიმართ, რომლებიც აღნიშნულ გატაცებაში პირდაპირი ეჭვმიტანილები არიან. უმრავლესობას მოვუწოდებ, არ გახდნენ თავგასული ძალოვნების მძევლები და ამ ინიციატივას მხარი დაუჭირონ“, - განაცხადა კახიძემ. ცნობისთვის, ევროპარლამენტმა აფგან მუხტარლის საქმეზე რეზოლუცია მიიღო.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)