|
2017-06-15 16:35:25, 2186 ნახვა
სამართალი
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსს ახალი მოადგილე ჰყავს
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსის ლევან გამყრელიძის წარდგინების საფუძველზე, საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილის თანამდებობაზე, პირველი ვიცე-პრემიერის, ფინანსთა მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილის ბრძანებით, იგა ზაალიშვილი დაინიშნა. „საგამოძიებო სამსახურში დაწყებული რეორგანიზაცია ხორციელდება ეკონომიკურ დანაშაულთან ბრძოლის ეფექტიანობის გაზრდისა და სამსახურის გაძლიერებისთვის. სამსახურის უფროსის მოადგილის პოსტზე იგა ზაალიშვილის დანიშვნა, მისი პროფესიული გამოცდილება ფინანსური დანაშაულის გამოვლენისა და მის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით მნიშვნელოვანი იქნება“ , - აღნიშნა საგამოძიებო სამსახურის უფროსმა ლევან გამყრელიძემ. საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილედ დანიშვნამდე იგა ზაალიშვილს სხვადასხვა თანამდებობა ეკავა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში. 2006 – 2008 წლებში მუშაობდა შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანიზებულ და ეკონომიკურ დანაშაულთან ბრძოლის დეპარტამენტში, 2008 – 2010 წლებში თბილისის მერიის საქალაქო სტრუქტურებში, 2011 – 2012 წლებში - ენერგეტიკის სამინისტროში. 2012 წლიდან დღემდე საქმიანობდა კერძო სექტორში. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსის ახალი მოადგილე განათლებით იურისტია. დამთავრებული აქვს ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)