|
2017-06-14 13:51:57, 1672 ნახვა
კომენტარი
ნარმანია: ბოლო 50-60 წლის განმავლობაში, პეკინის ქუჩის ისეთი რეაბილიტაცია არ ჩატარებულა, როგორიც დავგეგმეთ
„ბოლო 50-60 წლის განმავლობაში პეკინის ქუჩის ისეთი ფუნდამენტური რეაბილიტაცია არ ჩატარებულა, როგორც ჩვენ ეს მიმდინარე წელს დავგეგმეთ“, - ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ დღეს, დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. დავით ნარმანიას თქმით, პეკინის ქუჩაზე სრულად გამოიცვლება მიწისქვეშა კომუნიკაციები, აღდგება გზის საფარი, მოეწყობა ტროტუარები. „პეკინის ქუჩა სატრანსპორტო მოძრაობის თვალსაზრისით ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული მონაკვეთია, სადაც დაზიანებული გზის საფარი გადაადგილებისას მნიშვნელოვან დისკომფორტს იწვევს. ამიტომ ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება პეკინის ქუჩის სრული რეაბილიტაციის შესახებ. შესაბამისი რესურსები მობილიზებულია და სამუშაოები 16 ივნისიდან დაიწყება“, - განაცხადა დავით ნარმანიამ. თბილისის მერის თქმით, რეაბილიტაციის პროცესის გამო შეიცვლება სატრანსპორტო გადაადგილების მარშრუტი. პირველ ეტაპზე მოძრაობა ცალმხრივი გახდება. „ვაჟა ფშაველას გამზირის მხრიდან მომავალი ავტოტრანსპორტი ცალმხრივად იმოძრავებს 26 მაისის მოედნამდე, ხოლო პირიქით მიმავალი ნაკადები იმოძრავებენ კოსტავას გამზირის მიმართულებით და შემდეგ გადაერთვებიან სხვა ქუჩებზე“, - განაცხადა დავით ნარმანიამ. თბილისის მერის თქმით, მოძრაობის მარშრუტების შესახებ საზოგადოებას დეტალური ინფორმაცია მიეწოდება. ასევე მცირედით შეიცვლება მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობის მარშრუტები და გავრცელდება მოძრაობის განრიგი.თბილისის მერმა აღნიშნულთან დაკავშირებით დავალება ტრანსპორტის სამსახურს მისცა. „მესმის, რომ ასეთი მასშტაბური პროექტი გადაადგილებასთან დაკავშირებით გარკვეულ დისკომფორტს იწვევს, თუმცა ის არაფერია იმ დიდ სიკეთესთან შედარებით, რასაც ამ პროექტის განხორციელებით ქალაქი მიიღებს“, - განაცხადა დავით ნარმანიამ. თბილისის მერის თქმით, სამუშაოები 24 საათიან რეჟიმში წარიმართება, რათა სექტემბრის დასაწყისში რეაბილიტაციის პროცესი დასრულდეს. გარდა ამისა, 26 მაისის მოედანზე დროებითი შტაბი იქნება მოწყობილი, საიდანაც მოხდება პროექტის ოპერატიული მართვა. თბილისის მერის თქმით, გარდა პეკინის ქუჩისა, გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს. „მხოლოდ დიდ დიღომში წლების განმავლობაში განადგურებული და დაზიანებული გზის ფუნდამენტური აღდგენა მიმდინარეობს. ასევე სამუშაოები ხორციელდება ისნის, ვაკისა და საბურთალოს რაიონებში. ქალაქის კეთილმოწყობი და რაიონული გამგეობები სამუშაოებს პრაქტიკულად ყველა რაიონში ატარებენ. გამგეობები შიდა კვარტალურ გზებზე მუშაობენ, ხოლო კეთილმოწყობის სამსახური შედარებით მასშტაბურ პროექტებზე მუშაობს. ჩვენი ამოცანაა, წელსაც მინიმუმ 1,5 მლნ კვადრატულ მეტრამდე გზა დავაგოთ, რომელიც სამჯერ მეტი იქნება, ვიდრე წლის განმავლობაში ჩვენი წინამორბედები აკეთებდნენ“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.
(NS)
კრიტიკის ცეცხლში მოყოლილი ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის 1.8 მილიარდი დოლარის ოდენობის კომპენსაციის ფონდი დაბლოკა
პაპუაშვილი - პარლამენტში პარტია „საქართველოსთვის“ სახელით მყოფი ხალხი უნდა მიხვდეს, რომ გაქცეული გახარია ამათ დასცინის
ბენზინის დეფიციტის გამო, რუსეთი თვითმფრინავებისთვის საწვავის პრობლემებია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
კრიტიკის ცეცხლში მოყოლილი ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)