04:17 - 13 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-14 13:41:30, 2272 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
თალაკვაძე ოპოზიციას: თქვენ გაღელვებთ კალაძის რეიტინგი, პოპულარობა და ის, რომ მას გუნდის სრული მხარდაჭერა აქვს

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ენერგეტიკის მინისტრ, მერობის სავარაუდო კანდიდატ კახი კალაძის მისამართით ოპოზიციის კრიტიკას უპასუხა.

თალაკვაძის თქმით, კახი კალაძე თანამედროვე პოლიტიკოსია, რომელმაც ქვეყანას თავისი შრომით ბევრი რამ გაუკეთა. მისივე შეფასებით, ოპონენტებს სწორედ კალაძის რეიტინგი და პოპულარობა აღელვებთ:

„არ ვაპირებდი ამასთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთებას, მაგრამ აუცილებლად მინდა გამოვეხმაურო ბატონი კანდელაკის განცხადებას, ვფიქრობ ცალსახად გვაქვს შემდეგი მოცემულობა. მინდა, გკითხოთ, როდის მოილაპარაკეთ, რომ კალაძეზე დაგეწყოთ ერთხმად სიმღერა, მემგონი, სადღაც ორი დღის წინ საღამოს დასხედით, თქვენმა დირიჟორმა გიბრძანათ, რომ ხვალიდან ყველამ უნდა ილაპარაკოთ კალაძეზე, დაიწყეთ, გამარჯობის და ნახვამდის გარდა, სულ კალაძეს გაიძახით ეს ორი დღეა და  ხალხი კარგად ხვდება, რომ ეს არის თქვენი მოლაპარაკება. რაც შეეხება კალაძეს, სინამდვილეში, ვინ არის კახი კალაძე, თქვენ ეს იცით და ამიტომ ხართ აღელვებულები მოახლოებულ არჩევნებთან დაკავშირებით. კახი კალაძე არის თანამედროვე პოლიტიკოსი, ადამიანი, რომელმაც შრომით, თანმიმდევრული, თავდაუზოგავი ვარჯიშით და მიზანსწრაფულობით მიაღწია წარმატებას ჯერ სპორტში, გახდა მსოფლიო ვარსკვლავი, თავის ქვეყანას ძალიან ბევრს უკეთებდა მაშინაც, შემდეგ ჩაერთო პოლიტიკაში. დღეს ის არის თანამედროვე პოლიტიკოსი, რომელსაც აქვს უშუალო კომუნიკაცია ხალხთან, ის არის 13 ივნისის მოვლენების ერთ-ერთი გმირი, მოხალისეებთან ერთად, რომლებიც სტიქიის და 13 ივნისის მოვლენების შემდეგ იდგნენ მთავრობის გვერდით. ის არის ენერგეტიკის თანამედროვე მინისტრი, რომელმაც მოახდინა ახალი ტექნოლოგიების შემოტანა, რომელმაც მოახდინა ენერგიის ალტერნატიული წყაროების და უსაფრთხო წყაროების შემოტანა ენერგეტიკაში და როდესაც ქუთაისში მოდიხართ და მიდიხართ, მემგონი, მის პროექტებს ხედავთ გზაზე. თქვენ ეს გაღელვებთ ზუსტად. თქვენ გაღელვებთ მისი რეიტინგი, მისი პოპულარობა  და ის, რომ მას აქვს გუნდის სრული მხარდაჭერა. მომწონს, რომ  ასე მოგწონთ და თქვენთვისაც ასე პოპულარულია კახა კალაძე“,-აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კრიტიკის ცეცხლში მოყოლილი ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის 1.8 მილიარდი დოლარის ოდენობის კომპენსაციის ფონდი დაბლოკა
პაპუაშვილი - პარლამენტში პარტია „საქართველოსთვის“ სახელით მყოფი ხალხი უნდა მიხვდეს, რომ გაქცეული გახარია ამათ დასცინის
ბენზინის დეფიციტის გამო, რუსეთი თვითმფრინავებისთვის საწვავის პრობლემებია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics