|
2017-06-13 12:53:50, 2230 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
დავით მათიკაშვილი: ვცდილობთ, ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით ძალიან კარგი და სწორი რეგულაციები შევქმნათ
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებებზე ისაუბრა, რომელიც შემუშავების პროცესშია. მათიკაშვილის თქმით, ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაცია მმართველი გუნდის ახალი გადაწყვეტილება არ არის და ამ კანონპროექტთან დაკავშირებით მუშაობა დიდი ხანია მიმდინარეობს. მათიკაშვილის განმარტებით, კანონპროექტი ნარკოპოლიტიკასთან მიმართებაში რეპრესიული, ძალადობრივი პოლიტიკის ადამიანზე ორიენტირებული პოლიტიკით შეცვლას ითვალისწინებს. „მსჯელობას ვაგრძელეთ ამ საკითხზე. ვცდილობთ, შევქმნათ ძალიან კარგი რეგულაციები, რომლის მიხედვითაც, ერთის მხრივ იქნება უზრუნველყოფილი, მომხმარებელთა მიმართ ბევრად უფრო მოქნილი და მსუბუქი მიდგომა საკანონმდებლო წნეხის მანქანის და მეორე მხრივ, იქნება უზრუნველყოფილი სამართალდამცავი სტრუქტურების მხრიდან საკუთარი უფლებამოსილების და ვალდებულების ეფექტურად განხორციელება“, - აღნიშნა მათიკაშვილმა.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)