|
2017-06-12 15:10:38, 2113 ნახვა
სამართალი
Birja Mafia-ს წევრ მიხეილ მგალობლიშვილს ქვეყნიდან გასვლის უფლება დროებით შეეზღუდა
თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის გადაწყვეტილებით, Birja Mafia-ს წევრ მიხეილ მგალობლიშვილს პასპორტი ჩამოერთმევა და ქვეყნიდან გასვლის უფლება დროებით შეეზღუდება. როგორც ადვოკატმა კახა ცნობილაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, დაცვის მხარე ითხოვდა მგალობლიშვილს აღკვეთის ღონისძიების არცერთი სახე არ შეფარდებოდა, თუმცა ადვოკატისვე განმარტებით, თუ სასამართლო მიიჩნევდა, რომ აღკვეთის ღონისძიების საფუძველი არსებობდა, მგალობლიშვილის მიმართ ბინით უზრუნველყოფით, 50 ათასი ლარი ოდენობის გირაოს გამოყენება მოითხოვეს. მოსამართლემ მიიჩნია, რომ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების საფუძველი არსებობდა და მიხეილ მგალობლიშვილს საპატიმრო აღკვეთის ღონისძიება სწორედ 50 ათას ლარიანი გირაოთი შეუცვალა. „დროებით შეეზღუდა საზღვარგარეთ გასვლა, პასპორტი ჩამოერთმევა, ვინაიდან ხედავენ საშიშროებას, რომ დაიმალება. დაცვის მხარეც არ არის წინააღმდეგი დავამტკიცოთ რომ არ დაიმალება“,-აღნიშნა ადვოკატმა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)