|
2017-06-12 14:06:32, 2140 ნახვა
ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილი სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორის მოადგილეს ტაო ჟანგს შეხვდა
ფინანსთა მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, საქართველოს ურთიერთობა საერთაშორისო სავალუტო ფონდთან ძალიან მნიშვნელოვანია. როგორც ქუმსიშვილმა აღნიშნა, პროგრამა, რომელსაც საერთაშორისო სავალუტო ფონდთან ვახორციელებთ, სრულად ეფუძნება საქართველოს მთავრობის 4-პუნქტიან გეგმას. "კერძოდ კი, იმ რეფორმებს, რომელთა შესახებაც ჩვენ წინასაარჩევნო პერიოდში განვაცხადეთ და იმ დაპირებებს, რომლებიც ჩვენ წინასაარჩევნო პერიოდში გვქონდა. მათი იმპლემენტაცია ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია", - აღნიშნა მინისტრმა. შეხვედრაზე საუბარი წარიმართა საქართველოს მაკროეკონომიკურ მდგომარეობაზე, აგრეთვე განხილული იყო მიმდინარე და დაგეგმილი ეკონომიკური რეფორმები, სავალუტო ფონდის ახალი პროგრამა და მისი მიმდინარეობა. შეხვედრაში აგრეთვე მონაწილეობდნენ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე, ფინანსთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნინო ჯავახაძე და ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტები არჩილ მესტვირიშვილი და მურთაზ კიკორია. ასევე საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის წევრები, რომლებიც საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფებიან. (NS)
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)