|
2017-06-12 09:46:13, 1759 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს ტერიტორიაზე წვიმიანი ამინდები მომდევნო დღეებშიც შენარჩუდნება
საქართველოს ტერიტორიაზე წვიმიანი ამინდები კიდევ რამდენიმე დღის განმავლობაში შენარჩუდნება. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში 12 ივნისს ხანომკლე წვიმა და სეტყვაა მოსალოდნელი, ჰაერი +31 გრდუსამდე გათბება, 13 ივნისს +28 გრადუსი და წვიმა ელჭექითაა ნავარაუდევი, ხოლო 14 ივნისს +31 გრადუსი სითბო იქნება. დედაქალაქ თბილისში 12 ივნისს +19 გრადუსი სითბოა მოსალოდნელი, დღე უმეტესად უნალექოდ ჩაივლის, 13 ივნისს +27 გრადუსი და ხანმოკლე წვიმაა ნავარაუდევი, 14 ივნისს კი ჰაერი +29 გრადუსამდე გათბება. ამ დღესაც ხანმოკლე წვიმას ელჭექით ვარაუდობენ. რაც შეეხება დასავლეთს, დასავლეთ საქართველოს ბარში 12 ივნისს ხანმოკლე წვიმა ელჭექითაა მოსალოდნელი, 13 ივნისს დღე უმეტესად უნალექოდ ჩაივლის და +31 გრადუსი იქნება, 14 ივნისს კი +28 გრადუს სითბოსა და ზოგან ხანომკლე წვიმას პროგნოზირებენ. მთიან და მაღალ მთიან ადგილებში შედარებით დაბალი ტემპერატურა დაფიქსირდება.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)