|
2017-06-11 14:40:30, 2584 ნახვა
სამართალი საზოგადოება
Birja Mafia-ს წევრი გიორგი ქებურია პოლიციელებს მასზე ფსიქოლოგიურ ზეწოლაში ადანაშაულებს
გლდანის მე-8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში პროკურატურის წარმომადგენელმა ჯგუფ Birja Mafia-ს ერთ-ერთი წევრთან გიორგი ქებურიასთან გასაუბრება დაასრულა. როგორც ჟურნალისტებს ქებურიას ადვოკატებმა განუცხადეს, განცხადებით, ქობურია თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ფაქტზე გამოძიების დაწყებას ითხოვს. ამასთან, ადვოკატების ცნობით, მათი დაცვის ქვეშ მყოფი დაკავებისას მის მიმართ განხორციელებულ ფსიქოლოგიურ ზეწოლაზე საუბრობს. "გიორგი განმარტავს, რომ სამართალდამცავების მხრიდან დაკავებისას ნახსენები იყო კლიპი, აქ საუბარია ფსიქოლოგიურ ძალადობაზე", - განაცხადა ადვოკატმა. მანვე, ბრალის აღაირებასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ ქებურიამ დოკუმენტს ხელი შინაარსის გაცნობის გარეშე მოაწერა: "მოაწერინეს ხელი დოკუმენტებზე, რომელიც მას არც კი წაუკითხავს, ფიზიკურად ვერ წაიკითხავდა, რადგან მას არ მისცეს საშუალება ჰქონოდა სათვალე, მას აქვს მხედველობის პრობლემები. ქებურიას მხრიდან დანაშაულის აღიარებას ადგილი არ ქონია", - აღნიშნა ადვოკატმა. ამ დროისთვის პროკურატურის წარმომადგენელი მიხეილ მგალობლიშვილს ესაუბრებიან.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)