16:52 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-17 18:30:51, 949 ნახვა

ეკონომიკა
ეკონომიკის სამინისტრო საფოსტო ბაზრის კვლევას იწყებს

ეკონომიკის სამინისტროს ინიციატივით, საერთაშორისო საკონსულტაციო-აუდიტორული კომპანია KPMG საფოსტო ბაზრის კვლევას ახორციელებს.

კვლევის ფარგლებში საქართველოს მასშტაბით გარკვეული რაოდენობის დასახლებული პუნქტების მოსახლეობაში, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, ჩატარდება მომხმარებელთა გამოკითხვა საფოსტო მომსახურებით უზრუნველყოფის მდგომარეობის თაობაზე. კომპანია ასევე განახორციელებს ფოსტის სფეროში მოქმედი მეწარმე სუბიექტების საქმიანობის ზოგიერთი სტატისტიკური მონაცემების კვლევას.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანაში საფოსტო ბაზრის ასეთი სახის ფართომასშტაბიანი კვლევა  პირველად ტარდება. უწყებაში აცხადებენ, რომ ამ კვლევაში მოსახლეობის,  ასევე  ფოსტის სფეროში მოქმედი კომპანიების აქტიური მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან საფოსტო ბაზრის კვლევის შედეგად ჩამოყალიბებულმა სამოქმედო პროგრამამ ხელი უნდა შეუწყოს ქვეყანაში ფოსტის სფეროს შემდგომ განვითარება/სრულყოფას, მაღალხარისხიანი საფოსტო მომსახურებებით (მათ შორის, უნივერსალური საფოსტო მომსახურებით) მომხმარებელთა უზრუნველყოფას, აღნიშნულ სფეროში კონკურენციის განვითარებას და ა.შ.

აღნიშნული კვლევის შედეგები ფოსტის სფეროში მომზადებული საკანონმდებლო აქტების პროექტებშიც აისახება, რის შემდეგაც მათი ინიცირება საქართველოს პარლამენტში სრულყოფილი სახით მოხდება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ივანიშვილის წარმომადგენელი მახაშვილი საფრანგეთში მიღებულ რეზოლუციაზე - უამრავი ტყუილი, ბრალდებაა და ამ აბსურდის საფუძველზე არის მოწოდებები
ნიკა გვარამია: არაფერი საწინააღმდეგო რევოლუციის არ მაქვს, უბრალოდ ვნახე, ამის რესურსები გვაქვს თუ არა
ჟორჟოლიანი - გამოიკვეთა 15 პირველადი მოხმარების პროდუქტი, რომელიც ქსელურ მარკეტებში ფასდაკლებით იქნება ხელმისაწვდომი
თბილისში ქუჩაში არჩევდნენ მოქალაქეებს და ინტერნეტბანკინგიდან ფულს ირიცხავდნენ ე.წ ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 44 პირი დააკავეს - ვიდეო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics