|
2017-06-10 16:15:36, 2351 ნახვა
სამართალი კომენტარი
ამერიკელი პროკურორი: არსებობს ვარაუდი, რომ ხურციძე მიიმალება, მას საქართველოსთან და უკრაინასთან აქტიური კავშირი აქვს
ამერიკის შეერთებულ შტატებში დაკავებული სპორტსმენების საქმის პროკურორის ენდრიუ ადამსის განცხადებით, ბანდის მეთაურის მითითებით ავთანდილ ხურციძე ფიზიკურად გაუსწორდა მამაკაცს, რომელსაც თანხის მითვისება დააბრალეს, - ამის შესახებ Seattle Times იუწყება. როგორც გუშინ გამართულ სასამართლო პროცესზე გახდა ცნობილი, ნაცემი მამაკაცი სახელმწიფოს წარმომადგენელი იყო. ის, დანაშაულებრივი დაჯგუფების კუთვნილ პოკერკლუბში იყო ჩანერგილი და იქ მენეჯერად მუშაობდა. „ასეთი ეპიზოდი სულ მცირე ორჯერ განმეორდა, პროფესიონალი მოკრივის დარტყმა კი უბრალო რამ ნამდვილად არ არის. ძალადობას და დაშინებას გადამწყვეტი როლი აქვს ამგვარი ორგანიზაციების წარმატებაში“, - აღნიშნა ენდრიუ ადამსმა. სასამართლო სხდომამდე ერთი დღით ადრე მაგისტრანტმა მოსამართლემ სპორტსმენს ნება მისცა, გირაოს გადახდის შემთხვევაში იზოლატორი დაეტოვებინა. თუმცა, სასამართლომ გირაოს გადახდაზე ავთანდილ ხურციძეს უარი უთხრა. როგორც პროკურორმა განაცხადა, არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ ხურციძე მიიმალება, რადგან მას საქართველოსთან და უკრაინასთან აქტიური კავშირი აქვს. ამერიკელი პროკურორი: ბანდის მეთაურის მითითებით ხურციძე ფიზიკურად გაუსწორდა მამაკაცს, რომელსაც თანხის მითვისება დააბრალეს
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)