|
2017-06-10 15:28:16, 2539 ნახვა
სამართალი საზოგადოება
პროკურატურა ჯგუფ Birja Mafia-ს წევრების დაკავებასთან დაკავშირებულ გარემოებებს შეისწავლის
საქართველოს პროკურატურა ჯგუფ Birja Mafia-ს წევრების დაკავებასთან დაკავშირებულ გარემოებებს შეისწავლის, - ამის შესახებ "ექსპრესნიუსს" მთავარ პროკურატურაში განუცხადეს. როგორც უწყებაში აღნიშნავენ, მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადებში მოხდება ბრალდებულების გამოკითხვა, რის შემდეგაც საქმეზე მიღებული იქნება შესაბამისი სამართლებრივი გადაწყვეტილება. შეგახსენებთ, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა ქართული რეპ-ჯგუფის Birja Mafia-ს წევრები დააკავეს. დაკავების მიზეზად უწყებაში ჯგუფის წევრებისგან ნარკოტიკული საშუალება MDMA-ს ამოღებას ასახელებენ. ჯგუფ Birja Mafia-ს წევრს მიხეილ მგალობლიშვილს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ჯგუფის წევრები დაკავებას მათ ვიდეოკლიპს უკავშირებენ, სადაც ჯგუფმა პოლიციელი გააშარჟა. ბრალდებულები აცხადებენ, რომ მათ ნარკოტიკული ნივთიერებები ჩაუდეს.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)