|
2017-06-10 13:50:19, 1735 ნახვა
საზოგადოება
იანვრიდან მაისის ჩათვლით, საწარმოო პროცესი კვების 46 ობიექტს შეუჩერდა
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მიმდინარე წლის იანვრიდან მაისის ჩათვლით, სააგენტოს ინსპექტორებმა 3687 ინსპექტირება განახორციელეს, მათ შორის 810 - საზოგადოებრივი კვების ობიექტებში, რომელთაგანაც საწარმოო პროცესი ან საქმიანობა 46-ს შეუჩერდა. როგორც უწყების განცხადებაშია ნათქვამი, სააგენტო საზოგადოებრივი კვების ობიექტებში სახელმწიფო კონტროლს განაგრძობს. "მოწმდება რესტორნებისა და კაფე-ბარების, ასევე მათი სამზარეულოების სანიტარიულ-ჰიგიენური მდგომარეობა, პროდუქტის შენახვისა და რეალიზაციის პირობები, სურსათის ეტიკეტირება და ტემპერატურული რეჟიმი. სააგენტო თანამშრომლობს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან, რათა ტურისტულად დატვირთულ ადგილებში მაქსიმალურად იყოს დაცული ადგილობრივი მომხმარებლისა და ჩამოსული სტუმრების ინტერესი", - ნათქვამია განცხადებაში. სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, სურსათის უვნებლობის სახელმწიფო კონტროლი მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს და მიზნად ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და მომხმარებელთა ინტერესების დაცვას ისახავს. სურსათის ეროვნული სააგენტო მომხმარებელს მოუწოდებს, სურსათთან დაკავშირებული დარღვევის შემთხვევაში დარეკოს ცხელი ხაზის ნომერზე - 15-01.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)