|
2017-06-09 13:23:42, 904 ნახვა
სამხედრო
თავდაცვის სამინისტროს რუმინეთის თავდაცვის უნივერსიტეტის კომენდანტი ესტუმრა
საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე ნუკრი გელაშვილი რუმინეთის კაროლ პირველის სახელობის ეროვნული თავდაცვის უნივერსიტეტის კომენდანტს, პოლკოვნიკ გეორგე კალოპარეანუს შეხვდა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრას დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორი, ვიცე-პოლკოვნიკი ზაზა ჯაფარიძე, რუმინეთის თავდაცვის ატაშე, ვიცე-პოლკოვნიკი ვალერიკა პიროშა და სხვა ოფიციალური პირები დაესწრნენ. უწყების ინფორმაციით, თავდაცვის მინისტრის მოადგილემ რუმინელ სტუმრებთან ორ ქვეყანას შორის სამხედრო განათლების სფეროში არსებული ურთიერთობები განიხილა. საუბარი ეროვნულ თავდაცვის აკადემიასა და რუმინეთის ეროვნული თავდაცვის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის საკითხებს შეეხო. ნუკრი გელაშვილმა და პოლკოვნიკმა გეორგე კალოპარეანუმ აკადემიაში სამეთაურო-საშტაბო კოლეჯის ბაზაზე სამეცნიერო ცენტრის ჩამოყალიბების შესაძლებლობებზე, ასევე აღნიშნული კოლეჯის ინსტრუქტორებისა და აკადემიის ინგლისური ენის პედაგოგებისათვის გაცვლითი პროგრამის დაგეგმვის შესახებ იმსჯელეს. შეხვედრაზე საუბარი ხარისხის უზრუნველყოფის სტრატეგიებსაც შეეხო. საქართველოში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, რუმინეთის ეროვნული თავდაცვის უნივერსიტეტის წარმომადგენლები ეროვნული თავდაცვის აკადემიასაც ესტუმრნენ. რუმინელი სტუმრები ეროვნული თავდაცვის აკადემიის საქმიანობასა და არსებულ საგანმანათლებლო პროგრამებს გაეცნენ, ასევე აკადემიის ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს. (NS)
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ არაკომერციული ორგანიზაცია „ბათუმის რუსები“ არასასურველად გამოაცხადა
უხვმა ნალექმა დედაქალაქის ათივე რაიონში პრობლემები შექმნა - თბილსერვის ჯგუფი
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)