|
2017-06-09 11:37:44, 2139 ნახვა
ეკონომიკა
ნოდარ კერესელიძე თურქეთის ბიზნესსაბჭოს დელეგაციის წევრებს შეხვდა
სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე თურქეთის საერთაშორისო ტექნიკურ-საკონსულტაციო ბიზნესსაბჭოს დელეგაციის წევრებს შეხვდა. დელეგაციას თურქეთის ეკონომიკის სამინიტროს თავისუფალი ზონის, უცხოური ინვესტიციებისა და მომსახურების დეპარტამენტის გენერალური დირექტორი უგურ ოზთურქი ხელმძღვანელობდა. შეხვედრაზე მინისტრის პირველმა მოადგილემ საექსპორტო პოტენციალის მქონე პროდუქტებზე (თხილი, ღვინო, ცოცხალი პირუტყვი, ხორცი, წყალი), ბაზრების დივერსიფიკაციის მნიშვნელობასა და ამ მიმართულებით მიღწეულ შედეგებზე ისაუბრა. საუბარი შეეხო მელიორაციის მიმართულებით საქართველოში განხორციელებულ პროექტებს. უგურ ოზთურქმა ქართულ მხარეს ინფორმაცია მიაწოდა თურქეთის საერთაშორისო ტექნიკურ-საკონსულტაციო ბიზნეს საბჭოში შემავალი უწყებების სამუშაო მიმართულებების შესახებ და აღნიშნა, რომ ირიგაციის თემა უაღრესად მნიშვნელოვანი საკითხია საბჭოში შემავალი უწყებებისთვის და სამომავლო თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა.
(NS)
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)