|
2017-06-08 17:07:25, 704 ნახვა
სამხედრო
ქართველ ოფიცრებს სახელმწიფო ჯილდოები გადაეცათ
თავდაცვის სამინისტროს „არმიჰოლში“ საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, წარმატებულმა სამხედრო მოსამსახურეებმა ჯილდოები საქართველოს პრეზიდენტის 2017 წლის 25 მაისის განკარგულების საფუძველზე მიიღეს. უწყების პრესსამსახურის ცნობით, სამხედრო მოსამსახურეებს სახელმწიფო ჯილდოები თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ და გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ გადასცეს. ლევან იზორიამ და გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ ოფიცრებს სიტყვით მიმართეს, წარმატებები უსურვეს და მათი დამსახურების შესახებ ისაუბრეს. თავდაცვის მინისტრმა სამხედრო მოსამსახურეებს პროფესიულ საქმიანობაში გაწეული თავდადებისთვის მადლობა გადაუხადა. საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის J-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის უფროსი, პოლკოვნიკი გიორგი ჯაჭვაძე ქართული სახელმწიფოს მშენებლობის, საქართველოს აღორძინების საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისა და საქართველოს შეიარაღებულ ძალებში ღირსეული სამსახურისათვის ღირსების ორდენით დაჯილდოვდა. ხუთ სამხედრო მოსამსახურეს - გენერალური შტაბის ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლის მოვალეობის შემსრულებელს, პოლკოვნიკ იოსებ ლოლაძეს, ამავე სარდლობის შტაბის უფროსს, პოლკოვნიკ ჯამბულ ზალოშვილს, ეროვნული გვარდიის შტაბის, G-4-ის სამსახურის უფროსს, მაიორ ზურაბ სიდამონიძეს, კადეტთა სამხედრო ლიცეუმის მთავარ სერჟანტს, იაკობ მარუაშვილსა და მე-3 ქვეითი ბრიგადის მთავარ სერჟანტს, ავთანდილ ახვლედიანს საქართველოს აღორძინების საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისა და ღირსეული სამსახურისთვის ღირსების მედლები გადაეცათ. ეროვნული გვარდიის ორმა წარმომადგენელმა, გვარდიის სკოლის მეთაურმა, ვიცე-პოლკოვნიკმა ფრიდონ სიყმაშვილმა და გვარდიის შტაბის G-1 სამმართველოს უფროსმა, მამუკა ცხვედაძემ მედალი „მხედრული მამაცობისთვის“ სამშობლოს დაცვისა და ერთიანობისთვის ბრძოლაში გამოვლენილი მამაცობისა და მხედრული ვალის პირნათლად მოხდისთვის მიიღეს. დაჯილდოების ცერემონიას გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, ბრიგადის გენერალი, შალვა ჯაბახიძე და შტაბის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ. (NS)
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ არაკომერციული ორგანიზაცია „ბათუმის რუსები“ არასასურველად გამოაცხადა
უხვმა ნალექმა დედაქალაქის ათივე რაიონში პრობლემები შექმნა - თბილსერვის ჯგუფი
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)