18:40 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-08 13:53:24, 1915 ნახვა

პოლიტიკა
ტუღუში მიწების გასხვისების საკითხზე: ქართულ მიწას ზურგზე ვერავინ მოიკიდებს და წაიღებს

,,ეს იყო ერთ-ერთი პოპულისტური ნაბიჯი ხელისუფლების მხრიდან. ქართულ მიწას რეალურად ზურგზე ვერავინ მოიკიდებს და წაიღებს,-ამის შესახებ „მოძრაობა თავისუფლებისთვის-ევროპული საქართველოს“ წევრმა გიორგი ტუღუშმა მიწების გასხვისების საკითხთან დაკავშირებით განაცხადა.

,,ერთადერთი დატვირთვა იმას, რომ უცხოელებს ჰქონდეს გარკვეული უფლებები ამით თუ მიიღებ ეკონომიკურ ეფექტს. რატომ არ აძლევენ საპარლამენტო უმცირესობას ვენეციის კომისიის დასკვნას, რომელიც მიღებული აქვთ და მე რამდენადაც ვიცი, თავად კომისია არ ეწინააღმდეგება ამას. პირიქით, რეკომენდაციაც იყო მათი მხრიდან, რომ მიიღონ ნებართვა ხელისუფლების მხრიდან, რომ ჩვენც ვნახოთ რა ჩაწერეს. იქნებ და მოსწონთ იქ ყველაფერი, მაგრამ მე რამდენადაც ვიცი, იქ ესე არ არის. განსაკუთრებით საკითხი ეხება საპარლამენტო არჩევნების სისტემას, რომელიც როგორც მე ვიცი, გატარებულია ძალიან მკაცრ კრიტიკაში,’’ - განაცხადა გიორგი ტუღუშმა.

ცნობისთვის, პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, მიღებულია ერთსულოვანი გადაწყვეტილება, რომ კონსტიტუციაში გაჩნდეს ჩანაწერი და ქართული მიწები დარჩეს საქართველოს სახელმწიფოს.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უპასუხისმგებლო და უნიჭო ცინიზმი - კირცხალიას გახარიას გუნდში უპასუხეს
ირაკლი კირცხალია - სენეგალში, დეპუტატმა ფეხმძიმე კოლეგას ჩაარტყა ფეხი - ბატონმა გიგა ფარულავამ წარმოადგინოს ორსულობის შესახებ ცნობა
Sky: პრინც ჰარის ბუკინგემის სასახლეში დარჩენის შესაძლებლობა ჩამოერთვა
ბაზისბანკის და საბვეის გემრიელი, ჯანსაღი და საიმედო პარტნიორობა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics