|
2017-06-08 13:17:08, 745 ნახვა
სამხედრო
ლევან იზორიამ და ირაკლი სესიაშვილმა წვევამდელთა ახალ სისტემაზე ისაუბრეს
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარეს ირაკლი სესიაშვილს შეხვდა. შეხვედრის ძირითად საკითხებს სარეზერვო სისტემა და სამხედრო სავალდებულო სამსახურის კონცეფცია წარმოადგენდა. თავდაცვის მინისტრის ლევან იზორიას განცხადებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო საქართველოს პარლამენტთან აქტიურად თანამშრომლობს, რათა წვევამდელთა ახალი სისტემა დაიხვეწოს და სრულყოფილი გახდეს. საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარესთან შეხვედრას და აღნიშნული საკითხების განხილვას თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი და საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია, ასევე თავდაცვის მინისტრის მოადგილეები ნუკრი გელაშვილი და გიორგი ბუთხუზი, გენერალური შტაბის უფროსის მოადგილეები, ბრიგადის გენერლები შალვა ჯაბახიძე და ზაზა ჩხაიძე ესწრებოდნენ.
(NS)
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ არაკომერციული ორგანიზაცია „ბათუმის რუსები“ არასასურველად გამოაცხადა
უხვმა ნალექმა დედაქალაქის ათივე რაიონში პრობლემები შექმნა - თბილსერვის ჯგუფი
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)