|
2017-06-07 12:25:49, 2963 ნახვა
სამართალი
გიორგი ბადაშვილი მთავარი პროკურორის მოადგილედ დაინიშნა
საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილის თანამდებობაზე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ყოფილი უფროსი გიორგი ბადაშვილი დაინიშნა. მთავარი პროკურორის მოადგილის დანიშვნის ბრძანებას ხელი დღეს მოეწერა. გიორგი ბადაშვილი 1981 წელს ქ. თბილისში დაიბადა. 2003 წელს დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. გიორგი ბადაშვილმა კარიერა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში 2006 წლის ივლისიდან დაიწყო და სხვადასხვა თანამდებობებს იკავებდა. 29.05.2013-22.11.2013წწ. საქართველოს შს სამინისტროს ანტიკორუფციული სააგენტოს (დეპარტამენტი) დირექტორის მოადგილედ მუშაობდა. 2013 წლის 22 ნოემბრიდან საქართველოს მთავარ პროკურატურაში საგამოძიებო ნაწილის უფროსის თანამდებობაზე მუშაობდა. 2014 წლის 21 იანვრიდან - 2015 წლის 2 დეკემბრამდე ეკავა საქართველოს მთავარი პროკურორის თანამდებობა. 2015-2017 წლებში მუშაობდა საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობაზე. ფლობს ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებს.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)