23:57 - 12 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-06 17:34:57, 1989 ნახვა

კომენტარი
მდინარაძე პრეზიდენტის ადმინისტრაციაზე: ინსინუაციებსა და სპეკულაციებს უნდა მორჩნენ

ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე პრეზიდენტის ადმინისტრაციას მოუწოდებს, საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით გარკვეულ ინსინუაციებს და სპეკულაციებს მორჩნენ. 

როგორც მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, პრეზიდენტის ადმინისტრაციას აქვს შესაძლებლობა საპარლამენტო განხილვებში მონაწილეობა მიიღოს. 

"როგორც ჩემთვის ცნობილი ხდება, პრეზიდენტის ადმინისტრაცია აზრის გამოთქმას ეხმაურება. არ მინდა, დავიჯერო, რომ ისინი აზრის გამოთქმასაც კრიტიკულად უყურებენ, ეს ვის მიერაც არ უნდა იყოს გახმოვანებული. რაც შეეხება კონსულტაციებს,  პრეზიდენტის ადმინისტრაციის მოქმედებები და განცხადებები საკმაოდ უცნაურია და სინთეზშია. ისინი თავიდან პროცესში მონაწილეობას არ იღებდნენ, ამის შემდეგ საერთო-სახალხო განხილვებში მონაწილეობა ნაწილობრივ მიიღეს და დღეს კიდევ რაღაც კონსულტაციებს გვთავაზობენ. უკვე მიმდინარეობს საპარლამენტო განხილვები და მათ შეუძლიათ, ნებისმიერი კომიტეტის სხდომას, რომელიც გახსნილია, დაესწრონ და აზრი სააფიქსირონ. ჩემი აზრით, ამ პროცესთან დაკავშირებით გარკვეულ ინსინუაციებსა და სპეკულაციებს უნდა მორჩნენ", - განაცხადა მდინარაძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი - პარლამენტში პარტია „საქართველოსთვის“ სახელით მყოფი ხალხი უნდა მიხვდეს, რომ გაქცეული გახარია ამათ დასცინის
ბენზინის დეფიციტის გამო, რუსეთი თვითმფრინავებისთვის საწვავის პრობლემებია
ორწლიანი პაუზის შემდეგ თელ-ავივში მასშტაბური გეი აღლუმი გაიმართა
ხოშტარია: ვმუშაობდი და გავაგრძელებ მუშაობას „მოღალატე რუსების“ წინააღმდეგ სანქციებზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics