|
2017-06-06 16:25:11, 2407 ნახვა
ეკონომიკა
სსიპ-ს „აწარმოე საქართველოში" და პროექტს „ზრდა საქართველოში“ შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ-ს „აწარმოე საქართველოში" და აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს პროექტს „ზრდა საქართველოში“ შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა, რომელიც რეგიონებში მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების განვითარების ხელშეწყობის მიზნით თანამშრომლობასა და კოორდინირებულ საქმიანობას გულისხმობს. "სსიპ-ის „აწარმოე საქართველოში“ მიზანია ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობა, მისი კონკურენტუნარიანობის, პროდუქტიულობისა და საექსპორტო პოტენციალის ზრდა და ინვესტიციების მოზიდვა. სააგენტო კერძო სექტორს ხელს უწყობს სხვადასხვა ფინანსური თუ ტექნიკური მხარდაჭერის მექანიზმების მეშვეობით. ხოლო აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებული პროგრამა „ზრდა საქართველოში“ მიზნად ისახავს საქართველოს კონკრეტულ რეგიონებში მდგრადი ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობას, რომლის მისაღწევადაც პროექტი ხელს შეუწყობს მიკრო, მცირე, და საშუალო საწარმოების განვითარებას, სოფლის მოსახლეობის შემოსავლების ზრდას, მეწარმეებსა და მყიდველებს შორის საბაზრო ურთიერთობების ჩამოყალიბებას და განვითარებას",-განმარტავენ ეკონომიკის სამინისტროში. (NS)
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)